ახალგაზრდა გერმანელმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა გამოცდილი და სახელოვანი დიეგო სიმეონე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოთიშა. ნაგელსმანი 33 წლისაა, სიმეონე ორმოცდაათის. სხვა სიტყვებით, „ლაიპციგმა” მადრიდის „ატლეტიკოს” 2:1 მოუგო.
რატომ გავუსვით ხაზი მწვრთნელების ამბავს? მატჩის დამთავრების შემდეგ ნაგელსმანმა ისეთი კომენტარი გააკეთა, რომ მასა და მის არგენტინელ ოპონენტს შორის აშკარად შავმა კატამ გაირბინა.
როდესაც ტელეკომპანია „სქაიმ” გერმანელს ჰკითხა მწვრთნელების დუელს როგორ შეაფასებდითო, მან უპასუხა:
„შესვენებას თუ არ ჩავთვლით, ყველაფერი კარგად იყო. შესვენებისას კი ჩემმა ოპონენტმა გამომაჟღავნა, რომ გამარჯვება მეტისმეტად სწყურია და სხვა შედეგს არ უშვებს”.
კორესპონდენტმა ბრიტა ჰოფმანი ჩაეძია:
— რატომ ამბობთ ამას? მოხდა რამე?
— ახლა დეტალებზე ლაპარაკს არ ვაპირებ, მაგრამ, თუ გაინტერესებთ, იქ კამერები იყო დაყენებული, — უპასუხა ნაგელსმანმა.
— არასპორტულ საქციელს ჰქონდა ადგილი?
— მე ასე არ მოვიქცეოდი. თუმცა, ყველამ თავისი საქმე იცის.
„შპორტ ბილდი” წერს, რომ ჩვეულებრივ სატელევიზიო კამერებში არაფერი გამოჩენილა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 09:21გუნდების რაოდენობის გაზრდა შეიძლება დაბრკოლდეს
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 08:36ყველაზე, ყველაზე იამალი
აქეთურ-იქითური21/06/2026 | 10:06ქარხნის მუშის გაბრწყინება
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
