დანიელ პარეხო ჯერ მხოლოდ 31 წლისაა და „ვალენსიასთან“ მისი კონტრაქტი 2022 წლამდეა ძალაში. ამის მიუხედავად, კლუბმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ერთერთ საუკეთესო ნახევარმცველს ტრანსფერზე აყენებს. ექსპერტთა მოსაზრებით, ნახევარმცველის რეალური ფასი 27-28 მილიონი ევროა, მაგრამ კლუბი მას მაქსიმუმ 10 მილიონ ევროდ შეელევა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ პარეხომ ჩამოთვალა კონკრეტული კლუბები, რომლებში გადასვლაზეც თანახმა იქნება: „რეალი“, „ბარსელონა“, „ატლეტიკო“, „ვილიარეალი“ და „სევილია“.მადრიდული კლუბი კიდევ გასაგებია. პარეხომ თავის დროზე „რეალის“ აკადემია გამოიარა, ფარმკლუბ „კასტილიას“ წევრი იყო და რამდენიმე შეხვედრა ძირითად გუნდშიც ჩაატარა.
რაც შეეხება დანარჩენ კლუბებს, ესპანეთში სხვებზე წელგამართულები არიან და პარეხოს მეორე მითხოვნის დაკმაყოფილება შეუძლიათ – მას დღევანდელი ხელფასის შენარჩუნება სურს. „ვალენსიას“ კაპიტანი წლიურად 3 მილიონ ევროს იღებდა. პრინციპში, ესეც გახდა მისი ტრანსფერზე დაყენების მიზეზი – ერთის მხრივ, კლუბი სატრანსფერო თანხას მიიღებს და მეორე მხრივ, სახელფასო უწყისში ორი ან სამი ახალგაზრდა ტალანტის სამყოფ რესურსს გამოითავისუფლებს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
