აჰა, ახლაც ლანძღეთ ტრიბუნებიდან და აპროტესტეთ ყველა გადაწყვეტილება – საფრანგეთის ერთ-ერთმა საუკეთესო საფეხბურთო მსაჯმა მწვანე გაზონიდან პირდაპირ მერის სავარძელში ამოყო თავი.

ანტონი გოტიე 42 წლისაა და აქედან 13 წელი უმაღლესი ფრანგული დივიზიონის მატჩებს უძღვებოდა. 2009 და 2011 წლებში ფეხბურთელთა პროფკავშირმა წლის საუკეთესო არბიტრად დაასახელა. ფრანგული “ლიგა 1”-ს 250-ზე მეტი შეხვედრის გარდა, გოტიეს 40-მდე ევრომატჩიც აქვს განსჯილი და მათ შორის, “შტურმი” – “ზესტაფონის” შეხვედრაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

ახლადმოვლენილმა მერმა ნორდის პროვინციის მშობლიურ ქალაქ ბეიელეში იყარა კენჭი და პირველივე ტურში ხმების 50,3% მოაგროვა. მის უშუალო კონკურენტსა და იმავდროულად ქალაქის მოქმედ მერს ხმების მხოლოდ 27,2% ერგო. ახალ მერს ვრცელი პროგრამით არ გადაუღლია ამომრჩევლები, თუმცა ეს კი განაცხადა: “გინდა პოლიტიკაში ყოფილხარ და გინდა პსჟ – მარსელი გიმსაჯია – უნდა აირჩიო მკაფიო კურსი და ბოლომდე ამ კურსით იარო”.

წილი
წინა სტატიათქვენი აღარა ვარ, მორჩა…
შემდეგი სტატიასეტიენს წამზომი ჩაურთეს
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".