მადრიდის „რეალისა“ და „ვალენსიას“ ფეხბურთელებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს „ბარსელონას“ ყოფილ მწვრთნელ ხუან კარლოს უნსუეს.ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უნსუეს ამიოტროფული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადება უკურნებლად ითვლება და დროთა განმავლობაში ორგანიზმის სრულ პარალიზებას იწვევს.
მატჩის დაწყების წინ „რეალის“ ფეხბურთელებმა მოედანზე გამოიტანეს საკლუბო მაისურა წარწერით „უნსუე, ჩვენ შენთან ვართ“. მაისურა კაპიტნებს – სერხიო რამოსს და დანი პარეხოს ეჭირათ.
ხუან კარლოს უნსუე 2003-2010 წლებში „ბარსელონას“ მეკარეების მწვრთნელი იყო. მერე, 2017 წლამდე სამწვრთნელო შტაბში შედიოდა და ფრენკ რაიკაარდს, ხოსეპ გვარდიოლას და ლუის ენრიკეს ეხმარებოდა. სამწვრთნელო კარიერა შარშან „ჟირონაში“ დაასრულა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
