ბექა მიქელთაძემ დინამოს საჩემპიონო წამმზომი ჩართო

Home სიახლეები ბექა მიქელთაძემ დინამოს საჩემპიონო წამმზომი ჩართო
ბექა მიქელთაძემ დინამოს საჩემპიონო წამმზომი ჩართო

ჩემპიონის მე-17 ტიტულისკენ კიდევ ერთი მოზრდილი ნაბიჯი გადადგა კახა კაჭარავას გაწვრთნილმა თბილისის „დინამომ“ – თბილისელებმა ბათუმელი თანაკლუბელები ისტუმრეს და ლევან გეგეჭკორის გოლითა და ბექა მიქელთაძის ჰეთ-თრიქით 4:0 გაანადგურეს.

ბექა მიქელთაძემ დინამო ჩემპიონის ტიტულს ერთ ნაბიჯში მიუახლოვა

ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე „დინამომ“ უახლოეს მდევარ „ტორპედოსთან“ ოთხქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა და მცირე სასწაული უნდა მოხდეს საამსეზონო ტიტული თბილისელებმა ქუთაისელებს დაუთმონ. ახლა , „ტორპედოს“ ერთი წაფორხილება „დინამოს“ ჩემპიონობას უკვე ოფიციალურად დაადასტურებს. არადა, ბოლო ტურში სწორედ „დინამო“ – ტორპედოა“…

თბილსამდე კი „ტორპედომ“ მეზობელი „სამტრედია“ მიიღო. მეორე-მესამე ადგილოსანთა მატჩმა ქომაგის მოლოდინი ბოლომდე ვერ გაამართლა, რადგან „ტორპედომ“ „სამტრედიას“ ზედმეტი გართულებების გარეშე – 2:0  სძლია და ჩემპიონობისთვის ბრძოლას მცირე ინტრიგა მაინც შეუნარჩუნა. ქუთაისელთაგან დუბლით თორნიკე კაპანაძე გამოირჩა, რომელმაც ერთხელ პირველ ტაიმში დაამწუხრა სამტრედიელები, მეორეში – მეორედ.

ბადრი კეთილაძის ფოტოები

33-ე ტურის სხვა მატჩები ასე დასრულდა: „კოლხეთი“ (ფოთი) – „დილა“ (გორი) 1:0, „ლოკომოტივი“ (თბილისი) – „შუქურა“ (ქობულეთი) 2:2, „საბურთალო“ (თბილისი) – „ჩიხურა“ (საჩხერე) 1:2

 

1.დინამო (თბ)            33        22        5          6          78:28   71

2.ტორპედო                33        20        7          6          53:26   67

3.სამტრედია              33        18        7          8          50:35   61

4.საბურთალო            33        16        5          12        57:40   53

5.ლოკომოტივი          33        16        5          12        60:45   53

6.ჩიხურა                   33        15        4          14        41:51   49

7.დილა                     33        10        7          16        37:47   37

8.დინამო (ბთ)           33        10        3          20        26:54   33

9.კოლხეთი               33        5          8          20        29:63   23

10.შუქურა                33        3          9          21        33:75   18

დარჩენილი მატჩები

34-ე ტური, 18 ნოემბერი შუქურა – დინამო (თბ), სამტრედია – კოლხეთი, ჩიხურა – ტორპედო, დილა – ლოკომოტივი, დინამო (ბთ) – საბურთალო

35-ე ტური, 22 ნოემბერი კოლხეთი – ჩიხურა, ტორპედო – დინამო (ბთ), საბურთალო – დინამო (თბ), დილა – შუქურა, ლოკომოტივი – სამტრედია

36-ე ტური, 26 ნოემბერი შუქურა – საბურთალო, დინამო (თბ) – ტორპედო, დინამო (ბთ) – კოლხეთი, ჩიხურა – ლოკომოტივი, სამტრედია – დილა