მერსისაიდული დერბი „ლივერპულსა“ და „ევერტონს“ შორის 21 ივნისს „გუდისონ პარკზე“ ჩატარდება. აქამდე ნათქვამი იყო, რომ 30-ე ტურის ეს თამაში საკარანტინო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ნეიტრალურ მოედანზე გამართულიყო. ამ გზით, პრემიერლიგის მამები სტადიონთან ფანების მასობრივი თავშეყრის არიდებას ფიქრობდნენ.
თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, პოლიციასთან და ფანკლუბებთან თათბირის შენდეგ გადაწყდა, რომ დერბი „ევერტონის“ საშინაო არენაზე ჩაატარონ. ამ გადაწყვეტილებაზე იმანაც იქონია გავლენა, რომ ბევრი სხვა ბრიტანული დერბისგან განსხვავებით, მერსისაიდული დერბი აგრესიული დაპირისპირებებით ცნობილი არ არის. თუმცა, ცხადია, თამაში ყველა ვარიანტში უმაყურებლოდ გაიმართება.
გავიხსენოთ, რომ გათამაშების ცხრილს „ლივერპული“ ლიდერობს და დარჩენილ 9 მატჩში ჩემპიონობისთვის 6 ქულაც ჰყოფნის.
ავტორის პროფილი
- „სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 18:55რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
დავთარი11/09/2024 | 13:52დაუსტვინე ბებიაშენს
დავთარი09/09/2024 | 23:29სამივლინებო ჩანაწერები
დავთარი06/07/2024 | 17:53გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს
