მტერს დაეწიოს ტაისონი

Home აქეთურ-იქითური მტერს დაეწიოს ტაისონი
მტერს დაეწიოს ტაისონი
imageპროფესიული კრივის ცოცხალმა ლეგენდა მაიკ ტაისონმა რინგზე დაბრუნება გადაწყვიტა და სოციალურ ქსელებში ვიდეორგოლიც გაავრცელა საკუთარი ვარჯიშებიდან.
53 წლის მაიკს ტიტულებზე პრეტენზია არ აქვს და ე. წ. საგამოფენო (არაოფიცილურ-კომერციულ) ბრძოლებს გეგმავს. მისი ამ წამოწყების წინააღმდეგია UFC-ის ბოსი დანა უაიტი, რომელიც ლამის ემუდარება „რკინის მაიკს“, მსგავსი არაფერი ჩაიდინოს. მისთვის მაიკი ცოცხალი ლეგენდაა და 15-წლიანი უქმობის შემდეგ რინგზე გასვლას არასერიიზულობად უთვლის.
ტაისონის ერთ-ერთ სავარაუდო მეტოქედ უკვე შეიგულეს რუსი ალექსანდრ ემილიანენკო, რომელიც შერეულ ორთაბრძოლებში სამბოდან მივიდა.
რუსს ერთის მხრივ დიდი ფულის სუნი აქვს ნაკრავი, მაგრამ არც იმას მალავს, რომ უშანსოდაა: „მაიკი ძალიან ძლიერი, მაგრამ ძველებურად მოძრავი ვეღარ არის. ამიტომ, მთავარია, არ გაუჩერდე. ვხვდები, რომ რინგზე მოსაგებად კი არა, სპორტის პროპაგანდისთვის გავდივარ. თუ რინგზე დამეწია, იქვე მიმაძინებს“.