
თუ კორონავირუსის ვაქცინას ვერ მოიგონებენ, პრემიერლიგას მთელი მომდევნო სეზონის განმავლობაში უმაყურებლად მოუწევს თამაში. ხაზს ვუსვამთ: ლაპარაკია არა მიმდინარე, შეწყვეტილ სეზონზე, რომლის განახლებასაც ივნისის შუიდან ფიქრობენ, არამედ შემდგომ, სრულ ჩემპიონატზე.
კიდევ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ინგლისის ზედა ოთხ ლიგაში სტადიონებზე ხალხს 2021 წლის მაისამდე არ შეუშვებენ.
არადა, ფეხბურთის შეფებს იმედი ჰქონდათ, რომ დეკემბერში ქომაგებს სპორტული სარბიელების კარს გაუხსნიდნენ, მაგრამ ყველაფერი პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონზე ყოფილა დამოკიდებული. სტადიონი მასობრივი თავყრილობის ისეთივე ადგილია, როგორებიცაა საკონცერტო დარბაზი, კინო, თეატრი და სხვა, ასე რომ ხალხთა მასობრივ შეკრებაზე ერთიანი კანონია მისაღები.
დღეს სულ უფრო და უფრო ხშირდება ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ინგლისში კორონავირუსის ეპიდემია დიდწილად სწორედ საფეხბურთო მატჩებმა და ფესტივალებმა გამოიწვიეს. კერძოდ, ლაპარაკია 12 მარტს გამართულ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე „ლივერპულსა” და „ატლეტიკოს” შორის; აგრეთვე ჩელტენჰემის ფესტივალზე, რომელიც დაახლოებით იმავე პერიოდში გაიმართა.
„ლივერპულისა” და „ატლეტიკოს” თამაში საგანგებო გამოძიების საგნადაც კი იქცა.
და რა მოხდება თუკი ინგლისის ზედა ოთხ ლიგაში 2021 წლამდე თამაშებს მაყურებელი არ დაესწრება?
ინგლისური ფეხბურთი 1 მილიარდი გირვანქის ზარალს ნახავს.
ცნობისათვის: მარტო „მანჩესტერ იუნაიტედს” სეზონში 111 მილიონი გირვანქა ბილეთების გაყიდვით შემოსდის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
აქეთურ-იქითური28/06/2026 | 10:00დეშამმა ასისტენტს წერილი მისწერა
მთავარი ამბავი28/06/2026 | 08:59ამის შემდეგ რა ელის ინგლისს?
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
