WHO what?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა უეფას, რომ ყველა საერთაშორისო შეჯიბრება მომავალი წლის ბოლომდე გადადოს. „ჯანმოს“ ექსპერტთა აზრით, მხოლოდ ამ გზით შეიძლება კორონავირუსის პანდემიის მეორე და მომდევნო ტალღების თავიდან აცილება.
ეს მოსაზრებები და რეკომენდაციები ვიდეოზარისას გაჟღერდა, რომელიც გუშინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან უეფაში შევიდა.
ხსენებულ ვიდეოზარს წინ უძღვოდა უეფას მიერ მისი წევრი ასოციაციებისთვის დაგზავნილი რეკომენდაცია, ჩაამთავრონ მიმდინარე სეზონი საფეხბურთო მოედნებზე და არა კაბინეტებში. დაველოდოთ, რამდენად გაითვალისწინებს უეფა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის რჩევებს, რომლების შესრულებაც ისედაც არეულ საფეხბურთო კალენდარს მთლად თავდაყირა დააყენებს.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".