კორონასთან ბრძოლაც ასეთი უნდა… ესპანეთში, თავის კატალონიიანად, ვირუსი, მოგეხსენებათ განსაკუთრებით მძვინვარებს. ვინ როგორ ებრძვის „უხილავ მტერს”? ზოგი სახლში რჩება, ზოგს კი ექიმებისთვის თუ მოხუცებისთვის სანოვაგე დააქვს.
ამ უკანასკნელთა რიგებს განეკუთვნება ქალაქ ბარსელონის ორი საფეხბურთო კლუბის, „ბარსელონასა” და „ესპანიოლის” ფანკლუბები. და აი, მათი გზები ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე გადაიკვეთა.
როგორც ძლევამოსილი „ბარსას” ფანებმა, რომელთაც Boixos Nois (გიჟი ბიჭები) ჰქვიათ, ასევე ნაკლებად ტიტულოვანი „ესპანიოლის” ულტრასებმა Brigadas Blanquiazules (ლურჯ-თეთრი ბრიგადები) სარჩო ერთსა და იმავე ჰოსპიტალში მიიტანეს და იქ, რამდენიმე გიჟმა ბიჭმა ერთი ლურჯ-თეთრი დაინახა.
— იცი, ეს ვინ არის? — ისმის კადრში, რომელიც ალბათ მესამე გიჟმა გადაიღო.
დანარჩენს კი თავად ხედავთ…
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი05/08/2026 | 09:45ბარსელონა ატლეტიკოს უტევს
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 08:48სობოსლაი: ლივერპულში კონფლიქტი არ ყოფილა
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
მთავარი ამბავი04/08/2026 | 17:28ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!
