მამუკა ბოლოში გავიდა…

Home დავთარი მამუკა ბოლოში გავიდა…
მამუკა ბოლოში გავიდა…

მსოფლიო რაგბის ვარსკვლავმა მამუკა გორგოძემ კარიერის დასრულება საბოლოოდ გადაწყვიტა. თავის ტელე-ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტანმა თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, განახლდება საფრანგეთის ტოპ 14 თუ არა, მას 30 ივნისს „ტულონთან“ კონტრაქტი უმთავრდება რის შემდეგაც ის დაემშვიდობება პროფესიონალი მორაგბის კარიერას.

მამუკა გორგოძე 35 წლისაა. მან რაგბის თამაში დღევანდელი საზომებით ძალიან გვიან დაიწყო, რადგან მანამდე კალათბურთს მიჰყვებოდა და საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრიც გახლდათ. სხვათა შორის, იმ ნაკრებში მასთან ერთად დღეს საქართველოს ნაკრების კალათბურთელები გიორგი ცინცაძე და ლაშა ფარღალავა იყვნენ. მიუხედავად რაგბში გვიანი მისვლისა, გორგოძემ მალევე გამოავლინა დიდი სარაგბო ნიჭი და მალევე „ლელოს“ მესამეხაზელი ეროვნულ გუნდშიც მიიწვიეს. ასევე მოკლე დროში მამუკა საფრანგეთში, ტოპ 14-ის „მონპელიეში“ გადავიდა, საიდანაც 2014-ში „ტულონს“მიაშურა.

გორგოძემ მსოფლიოს 4 თასზე 15 მატჩი ჩაატარა და 4 ლელო გაიტანა, თანაც ხსენებული 15 მატჩიდან 4-ში საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

სულ მამუკა გორგოძემ ბორღალოსანთა კვართი 75-ჯერ მოირგო და 27 ლელო გაიტანა – ყველაზე მეტი ეროვნული გუნდის ისტორიაში.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.