ევროპა ლიგის შეხვედრებში ყურადსაღები ბევრი მოხდა, მაგრამ „მანჩესტერი“ – „ბრიუგეს“ შეხვედრის 22-ე წუთზე მინი-კომედია გათამაშდა. ანგარიში ჯერ ისევ 0:0 იყო, როცა ბელგიელთა მცველმა საიმონ დელიმ კარში დარტყმული ბურთი აკრობატულ ნახტომში ხელით მოიგერია. არბიტრმა დამრღვევს წითელი ბარათი აუფრიალა და ეს, მაინდამაინც, არც თავად გაძევებულს გაუპროტესტებია…
შეხვედრა ვიდეორეფერიმ შეაჩერა და დაახლოებით ორწუთიანი პაუზის შემდეგ მსაჯს მონიტორთან უხმეს. მან ეპიზოდი რამდენჯერმე ნახა და სასჯელი ძალაში დატოვა. მაყურებლები მთელი ამ დროის განმავლობაში დაბნეულობაში იყვნენ: ხელით თამაში ხომ უცხადესი იყო.
საქმე საფეხბურთო წესებშია. საჯარიმოს ფარგლებში ხელით თამაში ყვითელი ბარათით ისჯება. პირდაპირ წითელი მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როცა ფეხბურთელი ხელით კარში მიმავალ ბურთს მოიგერიებს. VAR-ი და არბიტრის მონიტორთან ხმობაც მხოლოდ იმის გარკვევას ისახავდა მიზნად, დარტყმული ბურთი კარის ჩარჩოში მიდიოდა თუ არა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
