ლამაზი თამაში გამოდგა კლუბთა მსოფლიო თასის ნახევარფინალი მექსიკურ „მონტერეისა” და „ლივერპულს” შორის. „ლივერპულმა” მსაჯის დამატებულ წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიგო 2:1.
ანგარიში მერსისაიდელებმა გახსნენს. ეს მოჰამედ სალაჰის სხარტი პასით მე-12 წუთზე ნაბი კეიტამ შეძლო, მაგრამ მექსიკელებმა ორ წუთში გაქვითეს — წონასწორობა ფუნიეს მორიმ აღადგინა. ამის შემდეგ, ამერიკულმა გუნდმა ევროპულს ტოლი არ დაუდო. იყო მონაკვეთები, როდესაც სჯობდა კიდეც და მოგებაც შეეძლო, მაგრამ, როგორც თავში მოგახსენეთ, ფინალში მაინც „წითლები” გავიდნენ. გადამწყვეტი გოლი რობერტო ფირმინომ გაიტანა.
ამრიგად, ფინალში „ლივერპულს” „ფლამენგო” შეხვდება, თუმცა ნახევარფინალზე ლაპარაკს აქ ვერ შევწყვეტთ. შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის ეპიზოდი, როდესაც „ლივერპულის” ექსცენტრულმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კოლეგას, „მონტერეის” არგენტინელ თავკაც ანტონიო მოჰამედს ენა გამოუყო და გამოაჯავრა.
მიზეზი ის გახლდათ, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში მოჰამედმა მსაჯს ჯო გომესისთვის მეორე ყვითლის ჩვენება მოსთხოვა, რაზეც კლოპმა ქოში უკუღმა ჰყარა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 09:57დე ლა ფუენტე უფალს ფეხბურთის მოგებას არ სთხოვს
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 08:52ფაბიან რუისი: ისინი ჩემი ახლო მებობრები არიან
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 07:49არგენტინამ ერთი საათით მეტი ითამაშა და სხვა სტატისტიკა
აქეთურ-იქითური13/07/2026 | 09:25ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან
