ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დღის მთავარ მატჩად სლოვენიელთა და ნორვეგიელთა შეხვედრას იმიტომ მიიჩნევდნენ, რომ აინტერესებდათ, შეძლებდა თუ არა სლოვენიელთა მზარდი გუნდი ძლიერი მეტოქის დამარცხებას.
დამარცხებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ A ჯგუფის ეს შეხვედრა იმით აღმოჩნდა საყურადღებო, რომ ნორვეგიელებს ჩამორჩენის შემოტრიალება მოუხდათ, რაც ამ გუნდისთვის უჩვეულოა.
სლოვენიელებმა განსაკუთრებით პირველ ტაიმში იყოჩაღეს, მაგრამ სკანდინავიელებმა მაინც შეძლეს შესვენებაზე უპირატესობით გასვლა — 13:12. მეორე ტაიმში კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა — ნორვეგიამ პირველი ტაიმის ერთგოლიანი შემობრუნება 16 გოლიან გამარჯვებად აქცია: 36:20.
ამ დამარცხების გამო სლოვენიის ნაკრები ორი ქულით ჰოლანდიის გვერდით დარჩა. არადა, სლოვენიელებმა ჰოლანდდიელები პირველ ტურში დაამარცხეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნორვეგიელი სილიე სოლბერგი დაასახელეს.
დღესვე, A ჯგუფში ჰოლანდიელებმა 35:28 მოუგეს ანგოლას, ხოლო სერბეთმა 46:27 სძლია კუბას.
ამრიგად, A ჯგუფს 4 ქულით ნორვეგია და სერბეთი ლიდერობენ. როგორც მოგახსენეთ 2 ქულა აქვთ ჰოლანდიელებსა და სლოვენიელებს, ხოლო ანგოლასა და კუბას ქულა არ აქვთ.
D ჯგუფში რუსეთმა 35:22 მოუგო არგენტინას, იაპონიამ 28:16 აჯობა კონგოს, ხოლო შვედეთმა 32:19 სძლია ჩინეთს. ამ ჯგუფში 4 ქულა აქვს სამ გუნდს — რუსეთს, შვედეთსა და იაპონიას. არგენტინა, კონგო და ჩინეთი უქულონი არიან.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
მთავარი ამბავი02/08/2026 | 09:19ალეგრი: რა მშვენიერი სიტყვაა ჩემპიონთა ლიგა
სიახლეები02/08/2026 | 08:37საფრანგეთში ზიდანომანიაა
