საქართველოს ნაკრების ხელბურთელების, გარემარბ რევაზ ჭანტურიასა და გამთამაშებელ ირაკლი კბილაშვილის კლუბმა, სკოპიეს „მეტალურგმა” EHF თასის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე მატჩში, შინ 23:23 ითამაშა სლოვენიის „ველენიესთან” და შეჯიბრებას გამოეთიშა.
„ველენიეს” პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე 24:19 ჰქონდა მოგებული. საპასუხო თამაშის პირველ ტაიმში „მეტალურგმა” გაიმარჯვა 13:10, თუმცა მეორე ნახევარი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს, სასურველ ფრეს მიაღწიეს და ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ.
„მეტალურგის” შემადგენლობაში ორივე ქართველმა ითამაშა. რევაზ ჭანტურიამ სამი დარტყმიდან 3 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება მაკედონიის ჩემპიონატს, აქ „მეტალურგმა” 33:31 დაამარცხა სკოპიეს „ვარდარის” ახალგაზრდული გუნდი და 11 მატჩიდან 9 მოგება და 2 ფრე ანუ 29 ქულა აქვს. ცნობისთვის: მაკედონიაში გუნდებს გამარჯვებისთვის 3 ქულა ერიცხებათ, ფრე კი ერთ ქულას უდრის. „მეტალურგი” ქულით ჩამორჩება ლექსო წითელიშვილის „ოჰრიდს”, რომელმაც ბოლო ორი მატჩი მოიგო („რადოვიშთან” 37:27, „პელისტერთან” 28:20) და 30 ქულით ლიდერობს, თუმცა, „მეტალურგს” ერთი თამაში მარაგში აქვს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
