მადრიდის „რეალის” ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი „ოქროს ფეხის“ ახალი ლაურეატი გახდა. ეს ჯილდო ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვილისთვის ყოველწლიურად ენიჭება 29 წლის ზემოთ ფეხბურთელს.

წლეულს მოდრიჩმა აჯობა ლეო მესის, კრიშტიანუ რონალდუს, ჯორჯო კიელინის, რობერტ ლევანდოვსკის, უეინ რუნის, სერხიო რამოსს, ჟერარ პიკეს, ტიგუ სილვასა და სერხიო აგუეროს.

თავის დროზე კი თავიანთი ფეხების ანაბეჭდები დაუტოვებიათ რობერტო ბაჯოს, რობერტო კარლოსს, ფრანჩესკო ტოტის, რაიან გიგზს, რონალდინიოს, დიდიე დროგბას, სამუელ ეტოოს, ანდრეი შევჩენკოს, ანდრეს ინიესტას, ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და სხვა ცნობილ ფეხბურთელს…