ხორვატი სპეციალისტი ნიკო კოვაჩი მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. ეს მას მერე მოხდა, რაც ბუნდესლიგის მეათე ტურში ბავარიელები ფრანკფურტის „აინტრახტთან“ სამარცხვინოდ – 1:5 განადგურდნენ.
„ბოლო კვირების განმავლობაში გუნდის შედეგებმა გვაჩვენა, რომ სასწრაფოდ უნდა გვემოქმედა“ – განაცხადა კლუბის გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ. ახლა „ბაიერნი“ სატურნირო ცხრილში მისთვის უჩვეულო მე-4 ადგილს იკავებს.
მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით ჰანს ფლიკი შეასრულებს. ნიკო კოვაჩი კი ის მწვრთნელია, რომელმაც „ბაიერნი“ 2018 წელს ჩაიბარა და ქვეყნის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი მოაგებინა.