რუსმა ცინცინატი დაიპყრო

Home სიახლეები რუსმა ცინცინატი დაიპყრო
რუსმა ცინცინატი დაიპყრო

რუსმა დანილ მედვედევმა ცინცინატის ტურნირის ფინალში ბელგიელი დევიდ გოფინი დაამარცხა და კარიერაში პირველად მასტერსის გამარჯვებული გახდა.

კარიერაში პირველად მედვედევი მსოფლიო რეიტინგში მეხუთე ადგილამდე აღზევდა. მან რობერტო ბაუტისტა-აგუტს გადაასწრო…

მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის, 23 წლის სპორტსმენი 2008 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ცინცინატში ფურორი მოახდინა. 10 წლის წინ ტიტულს 21 წლის ენდი მარი დაეუფლა.

მედვედევმა ზედიზედ სამი კვირა და სამი ტურნირის ფინალში ითამაშა – წინა ორ შემთხვევაში რუსი წაგებული გამოვიდა.

მედვედევისთვის ეს კარიერაში მეხუთე ტიტული იყო, აქედან ორი მან წლეულს მოიპოვა.