2018 – როლან გაროსი! 2019 – უიმბლდონი!
რა იქნება 2020 წელს? თუმცა მანამდე ამერიკის ღია პირველობაა და ეჭვგარეშეა, რომ ნიუ ორკშიც ფავორიტი იქნება.
სიმონა ჰალეპმა რომ ქალთა ერთეულთა თანრიგში „უიმბლდონზე“ იჩემპიონა უკვე ჩავლილი ამბავია. რუმინელმა ჩოგბურთელმა ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და ფინალში, მართალია უკვე ასაკში მყოფი, მაგრამ მაინც მრისხანე სერენა უილიამსისთვის საქმის მოსათავებლად ერთი საათიც არ დასჭირვებია.
ამ შემთხვევაში მკითხველის ყურადღება სხვა მნიშვნელოვან გარემოებაზე გვინდა გავამახვილოთ. ვინც ჰალეპის და უმცროსი უილიამსის დაპირისპირებას მიადევნა თვალი ისედაც ეცოდინება, რომ რუმინელი კორტზე დაფრინავდა. აკი, მოგვიანებით თქვა კიდეც, ჩემი კარიერის საუკეთესო თამაში იყოო. ამის დასტურად ერთი ფრიად მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემიც გამოდგება, სადაც ვკითხულობთ, რომ ჰალეპმა ფინალურ მატჩში უნებლიედ ოდენ 3-ჯერ შეცდა, რაც ქალთა შორის „უიმბლდონის“ რეკორდია.
წინა რეკორდი ავსტრალიელ ეჟენი ბუშარს ეკუთვნოდა, რომელიც „უიმბლდონის“ 2014 წლის ფინალში მხოლოდ 4-ჯერ შეცდა, მაგრამ ტიტულს მაინც ვერ შეწვდა. კანადელი ლამაზმანი მაშინ პეტრა კვიტოვას დაეჩაგვრინა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები29/06/2026 | 15:20ლატვიასთან ლიდერების გარეშე
მთავარი ამბავი25/06/2026 | 22:58ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადშია
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
