ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ბოლო ორი მატჩიც გაიმართა. „საბურთალომ“ „მიხეილ მესხზე“ თანაქალაქელ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა, ლაშა შინდაგორიძის გოლით 1:0 დაამარცხა და რადგან შაბათს ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ „ტორპედოსთან“ წააგო (2:3), ისევ პირველ ადგილზე დაბრუნდა.
გორში „დილამ“ „ჩიხურას“ 2:0 მოუგო და აუტსაიდერებს დაშორდა. აღსანიშნავია, რომ ეს შიდაქართლელთა ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო. ზემოიმერლებს კი ამდენივე ტურია მოგების გემო აღარ უნახავთ.
მე-11 ტური ერთობ უხვგოლიანი გამოდგა. ჯამში 19 ბურთი გავიდა, რაც სეზონის რეკორდია.
დილა 2:0 ჩიხურა
1:0 ნონიკაშვილი (12), 2:0 გოშთელიანი (24)
საბურთალო 1:0 ლოკომოტივი
1:0 შინდაგორიძე (79)
გაძევება: გურეშიძე (ლოკომოტივი, 66)
[table id=33 /]
მე-12 ტური
10 მაისი: ლოკომოტივი – ტორპედო (19:00), რუსთავი – საბურთალო (21:00)
11 მაისი: სიონი – დილა (16:00), ჩიხურა – ვიტ ჯორჯია (19:00), ბათუმი – დინამო (21:00)
მეგოლეები: ჯაბა უგულავა (სიონი) – 8, ლევან კუტალია (დინამო) – 7, ოგნიენ როლოვიჩი, ლაშა შინდაგორიძე (ორივე – საბურთალო) – 6