ენაცვალოს მამა!

Home აქეთურ-იქითური ენაცვალოს მამა!
ენაცვალოს მამა!

დუეინ უეიდი დიდი კალათბურთელია. „მაიამი ჰითის“ ვარსკვლავი NBA-ში ბოლო სეზონს ატარებს და არცთუ ურიგოდ, მაგრამ სხვა საქმეა, რამდენად კარგი მამაა.

უეიდის 11 წლის ვაჟი ზაიონი 7 აპრილს მაიამიში გამართულ გეი-აღლუმში მონაწილეობდა და ამ „მოვლენას“ ვეტერანი კალათბურთელი სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა:

„ჩვენ მუდმივად მხარს ვუჭერთ ერთმანეთს სიამაყის შეგრძნებით. სამწუხაროა, რომ იქ არ ვიყავი და ვერ ვხედავდი შენს ღიმილს“.

გაცილებით მოკრძალებულად, მაგრამ ძმას ეს დღე დუეინის უფროსმა ვაჟმა ზაირმაც მიულოცა. ინფორმაციისთვის: ზაირი და ზაიონი დუეინს პირველი ქორწინებიდან ჰყავს და მეორედ 2014 წელს იქორწინა.

მას შემდეგ მამა ყველაფერში გვერდში უდგას შვილებს, ოღონდ კი მათი კეთილგანწყობა შეინარჩუნოს.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".