საბრალო ემილიანო სალას თვითმფრინავი იპოვეს. გუშინ გაგრძელებულმა ძებნამ პირველივე დღეს გამოიღო შედეგი — თვითმფრინავი მყვინთავებმა ლა მანშის წყლებში, ჰერნსის კუნძულიდან ჩრდილოეთით, 24 მილში აღმოაჩინეს.
სწორედ ლა მანშზე განიცადა ავიაკატასტროფა თვითმფრინავმა, რომლითაც არგენტინელი ფეხბურთელი კარდიფში მიემგზავრებოდა. სამძებრო სამუშაოები უპერსპექტივობის გამო, 72 საათის შემდეგ შეწყვიტეს ბრიტანელმა სამართალდამცავებმა და ფეხბურთელი და პილოტი გარდაცვლილად გამოცხადდნენ.
რა გასაკვირია რომ, სალას ოჯახი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების გაგრძელებას ითხოვდა, მათი დახმარების სურვილი ბევრმა გამოთქვა და შედეგად, შემოწირულობებით 324 ათასი ფუნტი მოგროვდა. ამის შემდეგ კი საქმეში ცნობილი საზღვაო მკვლევარი დევიდ მირნსი ჩაერთო და პროფესიონალთა გუნდმა პირველივე მცდელობისას იპოვა ჩაძირული თვითმფრინავი. დაღუპულთა შესახებ არაფერს იტყობინებიან — თვითმფრინავის სიახლოვეს ცხედრები არ აღმოუჩენიათ.
ავტორის პროფილი
- პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/07/2025 | 17:03ქართული დინამიტი დანიაში
კატეგორიის გარეშე24/11/2024 | 14:41მიდი, გიგა!
დავთარი22/03/2022 | 22:44… და ეს არ არის კვარაცხელიას დემარში!
დავთარი25/01/2022 | 16:49რა ქენი აგი ბუჯოოო…