საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ევრო 2022-ზე მოხვედრის შანსი არ დაუკარგავს. მართალია, გუნდმა პირველი შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და როგორც გამარჯვებული ფლეი-ოფში ვერ მოხვდა, მაგრამ შეჯიბრების ფორმატი მოწყალეა. კერძოდ, A ჯგუფის გამარჯვებულ ლუქსემბურგსა და B ჯგუფის გამარჯვებულ კვიპროსს შესარჩევის მეორე ეტაპზე უნდა დაემატოს კიდევ ერთი გუნდი, რომლის ვინაობა „ჩელენჯ ტროფიზე” გაირკვევა. „ჩელენჯ ტროფიში” კი ჯგუფებში ჩარჩენილი 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
შემდგომ, ლუქსემბურგს, კვიპროსს და „ჩელენჯ ტროფის” გამარჯვებულს (იმედია, საქართველოს) ფლეი-ოფში დაემატება ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო სამი გუნდი.
დასასრულ კი გაიმართება მესამე და მთავარი შესარჩევი ეტაპი კონტინენტის საუკეთესო ნაკრები გუნდების მონაწილეობით. შეიქმნება რვა ქვეჯგუფი, რომელთა პირველ-მეორეადგილოსნები და მათთან ერთად ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი, ევრო 2022-ზე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ მალტაზე გამართულ პირველი შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა მოუგო მასპინძლებს (48:21), აზერბაიჯანს (30:24), ხოლო კვიპროსთან დამარცხდა (24:25), არადა ფრე ყოფნიდა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია