საახალწლო ბომბარდირი

Home კატეგორიის გარეშე საახალწლო ბომბარდირი

„კრიშტიანუ რონალდუს გაჩერება შეუძლებელია”, — წერს „გაძეტა დელო სპორტი”. „იუვენტუსის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა „სამპდორიას” ორი გოლი გაუტანა (2:1) და ბომბარდირთა დავაში საახალწლოდ პირველ ადგილზე გადავიდა. ახლა მას 14 გოლი აქვს გატანილი, აქედან 4 პენალტით.

მეორე ადგილზე სწორედ „სამპდორიას” პოლონელი ფორვარდი კშიშტოფ პიატეკი მოდის. მას ერთი გოლით ნაკრები აქვს გატანილი, რომელთაგან ორი პენალტია.

გაზეთი შეგვახსენებს, რომ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი უკვე შევიდა იტალიური ფეხბურთის ისტორიაში. ბედმა ისე ინება, რომ მან სერია A-ში „იუვენტუსის” მეხუთიათასე (5000) გოლი გაიტანა. ამდენი გოლი კი აპენინებზე სხვა გუნდს არ გაუტანია.

„გაძეტა დელო სპორტი” შეგვახსენებს, რომ პორტუგალიელი მხოლოდ გოლების მანქანა არ არის, მას საგოლე პასების გადაწოდებაც ეხერხება. რაც „იუვეში” გადავიდა მან 5 საგოლე პასი სერია A-ში შეასრულა და 2 ჩემპიონთა ლიგაში.

„სამპდორიასთან” მატჩის შემდეგ რონალდუმ თქვა: „გუნდი შესანიშნავად თამაშობს. დღემდე ფაქტობრივად ყველაფერი მოვიგეთ, თუმცა სეზონის დამთავრებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა”.

შემდეგ პორტუგალიელს ვიდეორეფერის შესახებ ჰკითხეს, რომლის გადაწყვეტილებითაც „სამპდორიას” გოლი არ ჩაუთვალეს და „ბებერი ქალბატონი” ზედიზედ მეორე ფრეს გადარჩა. მან უპასუხა:

„მე მომწონს ვიდეორეფერი, რადგან მისი დახმარებით შეცდომების რაოდენობა შემცირდა. მეორე მხრივ, მსაჯებს პატივი უნდა ვცეთ და მუშაობის საშუალება მივცეთ”.

 

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...