ვინ არის ლებრონ ჯეიმსი? ორი სიტყვით ამის ახსნა ძმელია. ჯერ ერთი, ეს ის კაცია, ვინაც მაიკლ ჯორდანის ყველა დროის უდიადესობას კითხვის ნიშანი დაუსვა… ეს ის კაცია, ვინაც მანამდე უფერული კლივლენდი NBA-ს მექად აქცია…. ის კაცია, ვისაც სოციალურ ქსელებში 43,5 მილიონი ხელმომწერი ჰყავს და ასეთი აუდიტორიით პრაიმტამშიც კი ვერც ერთი SNN ვერ დაიტრაბახებს…
მოკლედ, ლებრონი უგვირგვინო მეფეა და მის ყველა სიტყვას მიკროსკოპში ატარებენ. რამ დააწერინა: “ჩვენ გავჭერით ეს ებრაული ფული. ნაღდი ქაშერულია!” ფრაზამ ებრაული თემის აღშფოთება გამოიწვია და ლებრონს სასწრაფოდ ბოდიშის მოხდა მოუხდა: “მიყვარს მანქანაში რეპის მოსმენა და ეს ფრაზა ერთ-ერთი ჩემი საყვარელი შემსრულებლის, “21 SAVAJE” რეპერტუარიდანაა. მექანიკურად გადმოვწერე და ბოდიშს ვიხდი, თუ ვინმეს რელიგიური ან ეროვნული გრძნობები უნებლიედ შევურაცხვყვე. ეს მიზნად ნამდვილად არ მქონია”.
ვერაფერს იტყვი: მეფეს ბოდიშიც კი მეფური უხდება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?