ჟოზე მოურინიუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. შესაბამისი განცხადება თავად კლუბმა გაავრცელა და აწ უკვე ყოფილ მწვრთნელს წარმატებები უსურვა.
55 წლის სპეციალისტს პოსტი 2016 წლის 27 მაისიდან ეკავა.
„მანჩსეტერ იუნაიტედთან“ ერთად მოურინიუმ ინგლისის სუპერთასი, ლიგის თასი და კლუბის ისტორიაში პირველად უეფას ევროპალიგა მოიგო. კლუბში განაცხადეს, რომ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობას უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ.
ჟოზე მოურინიუს გათავისუფლების მიზეზი მიმდინარე სეზონში არასახარბიელო შედეგები გახდა. ამ დროისთვის გუნდი პრემიერლიგაში მეექვსე ადგილზეა. ჩემპიონატის წინა ტურში „მანჩესტერი“ „ლივერპულთან“ 1:3 დამარცხდა.
ავტორის პროფილი
- „სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 18:55რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
დავთარი11/09/2024 | 13:52დაუსტვინე ბებიაშენს
დავთარი09/09/2024 | 23:29სამივლინებო ჩანაწერები
დავთარი06/07/2024 | 17:53გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს