რუმინელი გოლიათის, ნატეას ძლევის მერე ძალზე ძლიერი უკრაინელი ხამო დააგდო, ამას ყვე
ლაზე რთული დაპირისპირება მოჰყვა ჰოლანდიელ მეიერთან და ნახევარფინალური ტრიუმფი მონღოლ ულზიიბაიართან.
და ისევ სამ ნახტომში დაფარული მიქს ზონა… ჩემპიონს პირველი ქართული გუნდის ექიმი გიორგი კახაბრიშვილი ეხვევა, განწირული კივილით შეშლილივით რომ იმეორებს “მსოფლიოს ჩემპიონი ხარ, მსოფლიოს ჩემპიონი ხარ…” და ჩემთვის საამაყო წამი – პირველი ფოტო ტრიუმფატორთან, პირველი კომენტარი, რომელიც მხოლოდ ორ სიტყვას მოიცავდა, ბევრჯერ გამეორებულ ორ სიტყვას – ბედნიერი ვარ, ბედნიერი ვარ…

ორიოდ მეტრში კედელს მიყრდნობილი უშანგი კოკაური ჩაცუცქულა, ვისი ფინალში გასვლაც ერთი დიდი სპორტული სასწაული იყო: “მადლობა ყველას, ცდა არ დამიკლია მოსაგებად, მაგრამ ვერ შევძელი – თუშიშვილი ღირსეული ჩემპიონია” – ნაწყვეტ-ნაწყვეტ მპასუხობს ჯერაც სუნთქვადაულაგებელი გორელი ბიჭი, ვინც მართლაც შეუძლებელი შეძლო ფინალში გასვლით.
ავტორის პროფილი
- პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/07/2025 | 17:03ქართული დინამიტი დანიაში
კატეგორიის გარეშე24/11/2024 | 14:41მიდი, გიგა!
დავთარი22/03/2022 | 22:44… და ეს არ არის კვარაცხელიას დემარში!
დავთარი25/01/2022 | 16:49რა ქენი აგი ბუჯოოო…
