წუხელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებამ და აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში გასვლამ უზომოდ გაგვახარა და ამ წარმატების ფონზე, ოდნავ ყურადღების მიღმა დაგვრჩა კიდევ ერთი ჩვენიანი – ოქსანა კალაშნიკოვა.
ოქსანამ იაპონელ მეწყვილე ნაო ფაბინოსთან ერთად მეორე წრის ბარიერი დაძლია, რაც მერვედფინალში გასვლას ნიშნავს.
ბასილაშვილის და კალაშნიკოვას შეხვედრები ფაქტობრივად, პარალელურად მიმდინარეობდა. ოქსანა მერვედფინალისტი ათი წუთით გვიან გახდა. მან და ნაო ფაბინომ კიკი ბერტენსისა და იოჰანა ლარსონის წყვილი 7:6, 6:4 დაამარცხეს.
არადა, მეტოქეები ტურნირზე მე-9 ნომრად იყვნენ განთესილნი და უდავო ფავორიტებადაც ითვლებოდნენ.