ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნადალზე გაიწია! ეს უკვე ზღვარსგასული ოცნების სფეროდანაა – ქართველი ჩოგბურთელი US open-ის მერვედფინალში გავიდა. მსოფლიო ჩოგბურთის ელიტა უკვე ხელის გაწვდენაზეც აღარ არის – საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი მისი წევრია.
არგენტინელი გვიდო პელა დაუძლეველი ბარიერი ნამდვილად არ ჩანდა, მაგრამ ამ დროს გადამწყვეტი ნერვების სიმტკიცეა – აშშ-ის ღია პირველობის მეოთხე კი არა, მესამე წრემდეც კი აქამდე არც ერთს მეტოქეთაგან არ გაეღწია. ნიკამ პირველი ორი სეტის 6:3, 6:4 მოგების შემდეგ მესამე პირწმინდად (1:6) დათმო, მეოთხეში ბრეიკით 4:2 დაწინაურდა, მაგრამ საკუთარი მოწოდება იქვე დათმო და საქმე ისევ ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა. „შემოკლებულ გეიმში“ ქართველი შეუდარებელი იყო და… წინ რაფაელ ნადალია! ოღონდ იმ პირობით, თუ პირველ ნომრად განთესილი ესპანელი რუსი ხაჩანოვის ბარიერს დაძლევს.
როცა ეს სტრიქონები იწერება, ნადალი ჯერ ისევ მარცხდება, თუმცა ეს უკვე ნაკლებად საინტერესოა.
ნიკასი უკვე ნადალთან ჯახშიც გვჯერა!
წილი
წინა სტატიამესამე ევროთასი გზაშია
შემდეგი სტატიამთვრალი დიეგო ბრესტში… ძარაზე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".