ერთი ხნის წინ ვწერდით, რომ ყველასთვის მოულოდნელად მსაჯობას თავი დაანება 32 წლის ინგლისელმა ბობი მედლიმ. ეს ამბავი მის სამშობლოში ყველას გაუკვირდა, რადგან მედლის პერსპექტიულ არბიტრად მიიჩნევდნენ. გაკვირვება იმანაც გააძლიერა, რომ მედლის გადადგომის მიზეზის შესახებ ერთიხანობა არაფერს ამბობდნენ, შემდეგ კი მიხვდნენ, რომ საზოგადოების ინტერესი არ ცხრებოდა და ნაკლებად სარწმუნო ვერსია შემოაგდეს: ცოლს გაეყარა, განიცდის და მსაჯობა აღარ უნდაო.
კაცმა რომ თქვას ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა წუხელ „სანმა” მოულოდნელად გამოჩხრიკა, რომ ახალგაზრდა არბიტრის გაქცევის ნამდვილი მიზეზი სულ სხვა რამ ყოფილა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ბობი მედლის თავის Snapchat-ის ექაუნთზე (ფოტოების და ვიდეოების გასაზიარებელი აპლიკაციაა) ინვალიდი კაცის ფოტო დაუდია და მიუწერია, სასკოლო სახეობების დღე რომ იყოს ამას გავასწრებდიო.
მიუხედავად იმისა, რომ Snapchat-ზე პოსტები მალე იშლება, მავანს მოუსწრია, მისი ეს მესიჯი გადაუღია და ინგლისელ მსაჯთა შეფებისთვის გაუგზავნია. „სანი” ამტკიცებს, რომ აი, ასე დაკარგა ახალგაზრდა კაცმა პრემიერლიგიდან მომავალი ექვსნიშნა ხელფასი, პლუს ბონუსები და სხვა სიკეთეები.
ვიმეორებთ, ცოლთან განშორების ამბავიც მართალი იყო. მოკლედ, გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწიაო. ახლა ბობი მედლი თურმე ნორვეგიაში ცხოვრობს და იქ ცდილობს ცხოვრების თავიდან დალაგებას.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
