
დღეს, მიუნხენში, გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცუდად გამოსვლის ანალიზს წარმოადგენს. 58 წლის სპეციალისტისთვის მთავარი ამოცანა ბუნდესმანშაფტის მიმართ ნდობისა ხელახალი გაღვივება და თავისი საფეხბურთო ფილოსოფიის გადახედვაა. ლიოვის თეორია ბურთის ფლობის პრინციპს ემყარება. „შპორტ ბილდი” ელის, რომ მწვრთნელის მოხსენებაში იქნება ასეთი თემაც: ფეხბურთელების ყოფაქცევა სამხრეთ ტიროლისა და ვატუტინკის საწვრთნელ ბაზებზე.
გამოცემა წერს, რომ ნაკრების თავკაცისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება ფაქტი, რომელიც მისი ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი: თურმე 25 წლის მცველს ანტონიო რუდიგერს რუსეთში ფრიად საინტერესო ნივთი ჰქონდა წაღებული. ეს გახლავთ ჩილიმის მოსაწევი მოწყობილობა, რომელსაც შიშას ანუ არაბულად ჰუკას ეძახიან.
თავად იოაჰიმ ლიოვი ხანდახან გაბოლების წინააღმდეგი სულაც არ არის, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე შიშას წაღება?…
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
