არგენტინელი სუპერვარსკვლავი „ბარსელონას“ ამერიკული ტურნესგან თავისუფალია და მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ოჯახურ გარემოში დასვენებას განაგრძობს.
სოციალურ მედიაში კი გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ლეო მესი საკუთარი ვილის ეზოში ძაღლს ებურთავება. ვიდეო მესის ცოლმა გადაიღო და თავადვე ატვირთა.
ოთხფეხა მეგობრის დიდი მცდელობის მიუხედავად, საკუთარი შვილის ქომაგობით შეგულიანებული ლეო ჩვეულად ჟონგლიორობს. „ბარსელონას“ ფანებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ – მათი კერპი წინასასეზონოდ მხნე და ხალისიან განწყობაზე ჩანს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
