მადრიდის „რეალის“ ფრანგი ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი მეთერთმეტე ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც ერთი სეზონის განმავლობაში ორი მთავარი ფინალი მოიგო – ჩემპიონთა ლიგის (თასის) და მსოფლიო ჩემპიონატის. ასეთივე შედეგი შეიძლებოდა ჰქონოდა ასევე რეალელ ლუკა მოდრიჩს, მაგრამ მისი ხორვატია მონდიალის ფინალში ფრანგებთან 2:4 დამარცხდა.
საინტერესოა, რომ სიაში მხოლოდ ორი კლუბის მოთმაშეები მოხვდნენ, 11-დან შვიდი მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელია, ოთხი კი მადრიდის „რეალის“.

აქვე იმ ფეხბურთელების სია, ვისაც „სეზონის დუბლი“ გაუხერხებია:
- ფრანც ბეკენბაუერი (ბაიერნი, გფრ 1974)
- ული ჰიონესი (ბაიერნი, გფრ 1974)
- გერდ მიულერი (ბაიერნი, გფრ 1974)
- პაულ ბრაიტნერი (ბაიერნი, გფრ 1974)
- ჰანს-გეორგ შვარცენბეკი (ბაიერნი, გფრ 1974)
- ზეპ მაიერი (ბაიერნი, გფრ 1974)
- იუპ კაპელმანი (ბაიერნი, გფრ 1974)
- კრისტიან კარამბიუ (რეალი, საფრანგეთი)
- რობერტო კარლოსი (რეალი, ბრაზილია 2002)
- სამი ხედირა (რეალი, გერმანია 2014)
- რაფაელ ვარანი (რეალი, საფრანგეთი 2018)

ასევე ისინიც, ვისაც ერთი სეზონის განმავლობაში ორივე ფინალი წაუგია:
- ნილს ლიდჰოლმი (მილანი, შვედეთი 1958)
- კარლ-ჰაინც რუმენიგე (ბაიერნი, გფრ 1982)
- პაულ ბრაიტნერი (ბაიერნი, გფრ 1982)
- კარსტენ რამელოვი (ლევერკუზენი, გერმანია 2002)
- ბერნდ შნაიდერი (ლევერკუზენი, გერმანია 2002)
- ოლივერ ნოივილი (ლევერკუზენი, გერმანია 2002)
- ტიერი ანრი (არსენალი, საფრანგეთი 2006)
- არიენ რობენი (ბაიერნი, ჰოლანდია 2010)
- მარკ ვან ბომელი (ბაიერნი, ჰოლანდია 2010)
- დეიან ლოვრენი (ლივერპული, ხორვატია 2018)
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
სიახლეები26/05/2026 | 21:25ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:04ხვიჩა მოიგებს
