ახლა უკვე ოფიციალურად: ლონდონის „ჩელსის“ ახალი სეზონიდან 59 წლის მაურიციო სარი გაწვრთნის.

„ლურჯების“ თავკაცად ეს იტალიელი სპეციალისტი რომ დაინიშნებოდა, ფაქტობრივად, მაშინვე გაცხადდა, როცა ლონდონი მეორე იტალიელმა, ანტონიო კონტემ დატოვა.

აქამდე რატომ ვერ მოგვარდა სარის დანიშვნისა და კონტეს გაშვების საკითხი?

„ჩელსის“ კონტესთვის კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტისთვის კომპენსაციის სახით 9 მილიონი გირვანქა უნდა გადაეხადა, სარი კი… ავსტრალიაში ისვენებდა და თურმე იქიდან შემოუთვლია, ვიდრე კარგად არ დავისვენებ, არ მელოდოთო.

„მოხარული და ბედნიერი ვარ. ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, რომელიც მსურს წარმატებული იყოს”, – თქვა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მაურიციო სარიმ.

თავის მხრივ, სოციალური ქსელით დაემშვიდობა მწვრთნელყოფილს „ნაპოლიც“, სადაც სარი ბოლო 3 წლის განვალობასი მუშაობდა: „ყველაფრისთვის მადლობა და წარმატებები მაურიციო. შენ ჩვენთვის ძალიან ბევრი გააკეთე“.

მაურიციო სარიმ „ჩელსისთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გავრცელებული ცნობით, ხელფასის სახით წელიწადში 7.5 მილიონს ჩაიჯიბავს.

წილი
წინა სტატიაკირსანი მოხსნეს
შემდეგი სტატიატოჩინოშინი ბაშოდან მოიხსნა
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.