კვლავაც არ ცხრება ვნებათაღელვა რუსთა კარში გოლის გამტან დომოგოი ვიდას და კიევის „დინამოს“ კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელის, ოგნენ ვუკოევიჩის ვიდეოჩანაწერის გამო…
დიდება უკრაინას – ვიდას ამ ემოციურ მოწოდებას არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა…

,,რატომ ურევთ სპორტს პოლიტიკაში, რატომ გააკეთეთ ეს?” – პათეტიკურად კითხულობს წამყვანი რუსული სპორტული გამოცემა ,,სპორტ-ექსპრესი.”

ეს ის ,,სპორტ-ექსპრესია,“ რომლის სახელმწიფოს ოკუპანტურ-იმპერიალისტური მიზნების გამო რამდენიმე უკრაინული გუნდია მოწყვეტილი მშობლიურ სტადიონს და თურმე, ახლა უნდა გავმიჯნოთ სპორტი პოლიტიკისგან. რუსებს იმის თქმა დაავიწყდათ თუ რატომ არ იქცეოდა ასე მათი ჩექმიანი წინამორბედი, ოლიმპიადას და სხვადასხვა დიდ სპორტულ ფორუმებს რომ უცხადებდა ბოიკოტს?

დიდი საშიშროება იყო, ფიფას დისკვალიფიკაცია მიეცა ხორვატთათვის, მაგრამ მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა და ამაში დიდი წვლილი შეიტანეს წამყვანმა ევროპულმა გამოცემებმა

„ფიფა, ამაზრზენი ხარ! რუსეთი ყოველდღე კლავს უკრაინელს და ამისთვის ჯილდოდ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობას ღებულობს.ფეხბურთელი კი დისკვალიფიკაციას უკრაინისადმი თანადგომის გამომხატველი სიტყვებისთვის,” – წერს გერმანული „ბილდის“ ჟურნალისტი იულიან რელკე.

და მართლაც, პარადოქსია-ქვეყანა რომელიც ოკუპანტია და ქვეყანა, რომელიც მიტაცებულ ტერიტორიებზე აგრესიულ ქმედებებს ახორციელებს – უდიდესი სპორტული ფორუმის მასპინძელია და ეჭვგარეშეა, ადრე თუ გვიან, ფიფას,ამ კორუმპირებულ, ფრიად საეჭვო რეპუტაციის ორგანოს უთუოდ მოეთხოვება.

რაც შეეხება რუსეთს, კითხვები მათ მიმართაცაა, ესპანეთთან და ხორვატიასთან მატჩების შესვენებებზე ცხვირზე ხელებმოკიდებული არაერთი რუსი ფეხბურთელი დააფიქსირეს კამერებმა.
ითქვა, რომ ისინი ამიაკიან ტამპონებს ყნოსავდნენ, რაც საერთო ფიზიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს, მაგრამ ამიაკი ხომ ქიმიური ნივთიერებაა და სადაც- სად სპორტი და სად პოლიტიკაო, რომ კითხულობენ, მეც მაქვს კითხვა-სად ქიმია და სად ფეხბურთი?

P.S. 38 წლის იგნაშევიჩმა, ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა ჯგუფური ეტაპი.პლეი-ოფების ორ-ჯამში 240 წუთიან მატჩში კი ყველა მეტოქეზე მეტი ირბინა და შეუძლებელია, ამ დროს youtube თუ my video რეიტინგ – ფავორიტ ქუთაისელი სერგიას ფრაზა არ გაგახსენდეს – რანაირად?