დღეს დილით იაპონიაში სტარტი აიღო „ნაგოია ბაშომ“ და ლევან გორგაძემ ოძეკის რანგში აღზევების შემდეგ პირველი ბრძოლა გამართა.
ტოჩინოშინად წოდებული ქართველის მეტოქე აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა იკიოი იყო. ლევანმა მეტოქეს მარცხენა ჩავლება აუღო და ზედმეტი ნერვიულობის გარეშე გაიტანა ბზით შემოსაზღვრული დოჰიოს (საბრძოლო წრის) მიღმა.
ხვალ დილით ტოჩინოშინის მეტოქე ტიიონოკუნი იქნება, ვისთანაც ექვსი აქამომდელი ჯახიდან ხუთში გაუმარჯვია.
ქართველ სუმოისტს გულში იოკოძუნას ტიტულის მოპოვება აქვს ამოჭრილი. საამისოდ ან სტაბილურად მაღალი დადებითი ბალანსის მიღწევა, ანაც ზედიზედ ორი ბაშოს მოგებაა საჭირო.
პირველ ნაბიჯად ჩვენებური სწორედ ნაგოიაში გამარჯვებას მიიჩნევს.
რატომაც არა? ამჯერად ლევანმა ყველა ტრავმის მოშუშება მოასწრო და ჩინებულ ფორმაშია.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
