აჰა! ეგეც ერთი დიდი ოჯახი! წუხელ ძიუდოისტებმა იარაღიანი გარჩევა მოაწყეს. ამბავი ერთ-ერთი მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ერთი მხრიდან მოქმედი სპორტსმენები – ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი იყვნენ, მეორეს მხრივ კი სოსო წელაური და ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლომერ ჟორჟოლიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ იმას ამბობს, რომ საქმე ორი მუხლით აღიძრა.
ბარძაყში დაჭრილი წელაური პირველ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ეჭვმიტანილი კი დაკავებულია.
რა ვერ გაიყავით „ერთო ოჯახო“?
ვინ წავა მსოფლიო ჩემპიონატზე?
მომცენ ნება და არც ერთს არ გაღირსებდით საქართველოს ლოგოიანი ფორმის ჩაცმას!
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
