ტოჩინოშინმა დიადი ჩემპიონი ჟეჟა

Home კატეგორიის გარეშე ტოჩინოშინმა დიადი ჩემპიონი ჟეჟა
ტოჩინოშინმა დიადი ჩემპიონი ჟეჟა

იაპონელები დიად ჩემპიონებს იოკოძუნას უწოდებენ და ეს ხალხი ამომავალი მზის ქვეყანაში ღმერთკაცებად ითვლებიან.

ჰოდა, ჩემო ბატონო, ერთ-ერთმა იოკოძუნამ – კისენოსატომ თავად მიაკითხა ლევან გორგაძეს – ტოკიოს ბაშოს (ტურნირის) წინ ვისპარინგოთო.

სულ 11-ჯერ შეეჯახნენ გოლიათები და 9-ჯერ გამარჯვებული ქართველი გამოვიდა.

მაშინვე დაიწერა, ქართველმა მონღოლი კარგა გვარიანად ჟეჟაო, მაგრამ ასე?!

ოფიციალურად გამოცხადდა, რომ იოკოძუნა კისენოსატო მაისის ბაშოს მკერდის კუნთების დაჟეჟილობის გამო გამოტოვებს.

წარმატებები ლევანს, რომელიც ოძეკის ტიტულის (სუმოს იერარქიაში მეორეა) კანდიდატია.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".