ESPN-მა ბრძანა, ანდრეს ინიესტამ აღმოსავლური ვექტორი ოდნავ დააკორექტირა და იაპონურ „ვისელ კობე“- სთან სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმაო.
33 წლის ესპანელი სამი წლის გასამრჯელოდ 90 მილიონ ევროს მიიღებს, რაც მავანთაგან ჩამოწერილი ფეხბურთელისთვის ურიგო „პენსია“ არ არის.
გადამწყვეტი როლი იმას უთამაშია, რომ თურმე „ვისელ კობეს“ პატრონი ხიროში მიკიტანი ბრძანებულა, რომელიც შეთავსებით „ბარსელონას“ სატიტულო სპონსორის – Rakuten-ის დირექტორიც გახლავთ.
ინიესტას ახალი გუნდი 13 ტურის შემდეგ მეათე ადგილზეა, ესპანელს კი პარტნიორად გერმანელი ლუკას პოდოლსკი ეყოლება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
