შვიდი გოლი, ორი კაცის დუბლი, ერთი კაცის სამი საგოლე პასი, ხარიხები, ჩამკვდარი და ხელახლა გაცოცხლებული იმედი – ყველაფერი ვნახეთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში, სადაც „ლივერპულმა““„რომა“ დაჩაგრა.

5:2 – ახლა ყველა ფიქრობს, რომაელებმა შედეგიანი სამი ბურთით წააგეს ბარსელონაში, მერე კი შინ შავი დღე აყარესო. ხდება კი სასწაული ორჯერ? ხდება თუ არა, გარკვეული ინტრიგა დარჩა და იურგენ კლოპიც იმიტომ აკრაჭუნებდა კბილებს.

შარშან ზაფხულს რომელუ ლუკაკუ ლამის ორნახევარჯერ მეტი დაჯდა, ვიდრე მოჰამედ სალაჰი. ეტყობა, წონის მიხედვით იხდიდნენ…

საოცარი ფეხბურთელია ეგვიპტელი, თან, ეტყობა, კარგი ტიპიც უნდა იყოს: დაჯიჯგნა „რომას“ დაცვა, მაგრამ არც ის ორი გოლი აღუნიშნავს და არც სამი საგოლე პასი. ასე სცა პატივი ყოფილ კლუბს.

 

ლივერპული. ენფილდი

ლივერპული 5:2 რომა

გოლები: 1:0, 2:0 სალაჰი (36, 45), 3:0 მანე (56), 4:0, 5:0 ფირმინო (61, 69), ჯეკო (82), 5:2 პეროტი (85.პ)

ლივერპული: კარიუსი, ალეკსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, ლოვრენი, რობერტსონი, ჰენდერსონი, მილნერი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ვეინალდუმი 18), სალაჰი (ინგსი 75), მანე, ფირმინო (კლავანი 90)

რომა: ალისონი, ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, ჟუან ჟეზუსი (გონალონი 67), კოლაროვი, დე როსი (პეროტი 67), ნაინგოლანი, სტროოტმანი, უნდერი (შიკი 46), ჯეკო

გაფრთხილება: ჟეზუსი (26), ალეკსანდერ-არნოლდი (39), ლოვრენი (74), ჰენდერსონი (84) მილნერი (84), ფასიო (88)

მსაჯი: ფ. ბრიხი (გერმანია)

წილი
წინა სტატიაკურტუა ნაკრების გამყიდველია
შემდეგი სტატიალივერპულელის მდგომარეობა კრიტიკულია
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...