პეპ გვარდიოლას თქმით, ხვალ მანჩესტერულ დერბიში მისმა „სიტიმ” რომც გაიმარჯვოს და ინგლისის ჩემპიონი გახდეს, ზღვარგადასულ ზეიმს მაინც ვერ ვიხილავთ. „სიტის” გამარჯვების შემთხვევაში „ქალაქელები” პრემიერლიგის რეკორდს დაამყარებენ — გახდებიან გუნდი, რომელმაც ტიტული ყველაზე მალე მოიპოვა.
გვარდიოლა გვარწმუნებს, რომ მისი ფეხბურთელები გონებით დაუყოვნებლივ „ლივერპულთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო თამაშზე გადაერთვებიან.
„მოედანზე მოსაგებად გავალთ, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ცალი თვალი შემდეგი სამშაბათისკენ გვექნება. „იუნაიტედთან” მოვიგებთ, წავაგებთ თუ ფრედ ვითამაშებთ, გონებაში მეოთხედფინალის საპასუხო მატჩი გვექნება”, — თქვა კატალონიელმა მწვრთნელმა.
რად უნდა ლაპარაკი, რომ „მანჩესტერ სიტის” გულშემატკივრებისთვის ტიტულის მაინცდამაინც „მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრაში მოგება მნიშვნელოვანია, თუმცა გვარდიოლა ამბობს, რომ ამ ამბის გაზვიადება საჭირო არ არის.
„ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი თამაშია. ასეთ პირობებში ერთი ან ორი მოგება გვჭირდება. „იუნაიტედთან” თუ ვერ გავიმარჯვებთ, სხვა ორ თამაშში მივაღწევთ სასურველ შედეგს. ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულმა” ფაქტობრივად გაინაღდა შემდეგ ეტაპზე გასვლა. ასე ვართ ჩვენ პრემიერლიგაში. ამიტომ, შევეცდებით ყველა შანსი ბოლომდე გამოვიყენოთ”.
გვარდიოლა „იუნაიტედთან” შემადგენლობის გადახალისებას აპირებს, რადგან სამშაბათს „ლივერპულს” დასვენებული შეხვდეს.
„წინ სამი დიდი თამაში გველის — „იუნაიტედთან”, „ლივერპულთან” და „ტოტენჰემთან”. თამაშებს შორის სამი დღეა”, — ამბობს გვარდიოლა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
