ტოჩინოშინის ორი მილიონი

Home კატეგორიის გარეშე ტოჩინოშინის ორი მილიონი
ტოჩინოშინის ორი მილიონი

ოსაკას ბაშოზე ბოლოსწინა საშეჯიბრო დღე იყო და ლევან გორგაძემ მორიგი, უკვე მეათე გამარჯვება მოიპოვა.

მიმდინარე ტურნირი ქართველისთვის ისედაც წარმატებული
იყო, ორგანიზატორებმა კი სამიდან ერთი სპეციალური პრიზით კიდევ უფრო გაულამაზეს.

სიუკონსიო (ასე ჰქვია პრიზს) იმ ფალავანს გადაეცემა, რომელიც „დიად ჩემპიონს“ (იოკოძუნას). დაამარცხებს.

ტოჩინოშინმა ეს შეძლო და 2 000 000 იაპონური იენითაც (დაახლოებით
20 000 დოლარი) შეივსო ანგარიში.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".