სუპერაგენტი მინო რაიოლა ჰოლანდიელია, მაგრამ იტალიელია, რაც მისი პროფესიის კაცისგან გასაკვირი არ უნდა იყოს. გავამარტივოთ: რაიოლა იტალიაშია დაბადებული და გული ფულის გარდა „სკუადრა აძურაზე” შესტკივა, მაგრამ „სკუადრა აძურა” მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. ამიტომაც, რაიოლა თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას არ მალავს. თუმცა, ეს დამოკიდებულება მაინც ბიზნეთნან არის დაკავშირებული.
„დღეს იტალიის ნაკრები საშინელებაა, — თქვა რაიოლამ Radio 24-თვის მიცემულ ინტერვიუში, — ვერ გაიგებ გასახდელში გუნდია მთავარი თუ მწვრთნელი. ამას რომ ვამბობ მწვრთნელისადმი უპატივცემულობას არ გამოვხატავ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერში სისტემაა დამნაშავე”.
იტალიის ნაკრების დროებითი მწვრთნელი კი ლუიჯი დი ბიაჯოა, რომელსაც რაიოლა მისი კლიენტის, მარიო ბალოტელის იგნორირებას საყვედურობს:
„იმედგაცრუებული ვარ, რადგან ბალოტელის ნაკრებში არ იძახებენ. თუ დი ბიაჯო იტყვის, რომ სტატისტიკას მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ მარიო ნაკრებში ვერასდროს მოხვდება. ვიმეორებ, იმედგაცრუებული ვარ და ვერ ვხვდები რატომ არ იძახებენ ბალოტელის ნაკრებში. ნაკრები ხომ საუკეთესო ფეხბურთელების თავშეყრის ადგილი უნდა იყოს და თუ ეს ასეა, მაშინ საუკეთესოთა შეფასების კრიტერიუმი არ მესმის. მაგრამ, ვიმეორებ, პრობლემა დი ბიაჯო კი არ არის, არამედ სისტემა. გაუგებარია, რა უნდა იტალიის ნაკრებს, რა მიმართულებით მიდის”.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
