ფიფამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო: რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდებს მეოთხე შეცვლის განხორციელების უფლება მიეცათ, თუმცა მხოლოდ ფლეი-ოფის სტადიაზე და ისიც დამატებულ დროში.
თანამედროვე ფეხბურთში დატვირთვები ლამის კოსმონავტებისას უთანაბრდება და თუნდაც ეს მცირედი შეღავათი ფიზიკური შვების გარდა მატჩების სანახაობრივ მხარეზეც უნდა აისახოს – მწვრთნელებს დამატებულ დროში თამაშის გადაწყობის საშუალება მიეცემათ.
კიდევ ერთი სიახლე: მსოფლიო ჩემპიონატზე ოფიციალურად დაუშვეს ვიდეოგამეორებების სისტემა, რაც სრულად თუ არა, დიდწილად მაინც მოხსნის მსაჯობასთან დაკავშირებულ საჩოთირო კითხვებს.