ინტრიგა ინტრიგად…

ინტრიგა ინტრიგად…

თბილისის „დინამოს“ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერების კარგი შანსი მიეცა. უშუალო კონკურენტ „რუსთავს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებოდა, ვაკეში „მიხეილ მესხზე“ მასპინძლობდა და წარმატების შემთხვევაში სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცეოდა.

მაგრამ ინტრიგა ინტრიგად დარჩა, სტუმრებმა ყველა კომონენტში აჯობეს მასპინძლებს, 3:0 დაამარცხეს, დამსახურებული სამი ქულა მოიპოვეს და ლიდერობა განიმტკიცეს. გია ცეცაძის გაწვრთნილი გუნდი შესანიშნავად გამოიყურება, ეტყობათ ნამუშევარი, მოტივაცია, მწვრთნელის ხელი.

„დინამოში“კი ცოტა უცნაური ვითარება შეიქმნა. თემურ ქეცბაიას სამწვრთნელო დებიუტი დედაქალაქურ კლუბში პირველი წრის ბოლო ტურში შედგა 25 აპრილს, წყალტუბოში „სამგურალთან“ 2:1 მოგებულ მატჩში. მაშინ გუნდი პლეი-აუტის ზონაში იმყოფებოდა აუტსაიდერ „ბათუმს“ მხოლოდ ერთი ქულით უსწრებდა. დღეს კი მესამე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის. პროგრესი აშკარაა.

ქეცბაიას მთავარი დამსახურება ალბათ ის მუხტია, რომელსაც ის ფეხბურთელებს გადასცემს, მაგრამ რა ვუყოთ იმ ბავშვურ შეცდომებს, რომლებიც ყველაფერს აქარწყლებს. ასე მოხდა „ჟალგირისთან,“ დაახლოებით იგივე განმეორდა ამჯერადაც.

ეს ქეცბაიას ხელმძღვანელობით ეროვნულ ლიგაში ჩატარებული მე-13 მატჩი და მესამე მარცხი გახლდათ. ყველა ტურნირზე კი მე-20 თამაში და მეექვსე წაგება.

„ტორპედომ“ მოქმედ ჩემპიონ „იბერიას“ ქუთაისურ თრილერში 4:3 მოუგო და 30 ქულით მეხუთე ადგილზეა. „ბათუმმა“ სტუმრად „სამგურალს“ 4:0 აჯობა და 31 ქულით ისევ მეოთხეა.

ბათუმელთა მოლდოველმა შემტევმა დმიტრი მანდრიჩენკომ თავისი მე-9 ბურთი გაიტანა სეზონში და ბომბარდირთა დავაში „სამგურალის“ ბრაზილიელ ველისოლს გაუთანაბრდა.

დინამო 0:3 რუსთავი

0:1 ჟან სოუზა დე ალმეიდა (28), 0:2 ოსეი (38), 0:3 კესი (45+1)

ტორპედო 4:3 იბერია

1:0 პირესი (6), 2:0 ბუკია (13), 2:1 კუცია (21), 3:1 მამუჩაშვილი (38), 3:2 ძაგანია (65), 3:3 სიხარულაშვლი (76), 4:3 დეისაძე (84)

გაძევება: ბოჭორიშვილი (56) – იბერია

დილა 3:1 მეშახტე

0:1 გოგოლაშვილი (15), 1:1 შეყილაძე (21), 2:1 დიუფი (43), 3:1 შეყილაძე (50 პენ)

​სამგურალი 0:4 ბათუმი

0:1 ეშეტიე (21), 0:2 წულუკიძე (36), 0:3 მანდრიჩენკო (40), 0:4 მარა (62)

გაგრა 1:1 სპაერი

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.