„პარი სენ ჟერმენმა’’ შინ წააგო „ლიონთან’’ (1:2) და „პარიზიენმა’’ ამასთან დაკავშირებით დაწერა: „შემადგენლობაში ექვსი ცვილების მიუხედავად გუნდი კვლავ „ლივერპულზე’’ ფიქრობდა. ფეხბურთელები რეალობიდან უცნაურად გარიყულები ჩანდნენ და ამის გამო „ლიონმა’’ სინი მე-6 წუთზევე დასაჯა…’’. მართლა იმის ბრალი იყო პსჟ-ს ფეხის დაცდენა, რომ გუნდი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული თუ არა, ფაქტია, რომ მე-18 წუთზე აფონსო მორეირამ იმავე ენდრიკის პასით მეორეც შეაგდო. პარიზელებმა...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

კონტემ მილანს გახედა
ვინჩენცო მონტელას წყალი შეუდგა – წაგება „სამპდორიასთან“, წაგება „რომასთან“ და განსაკუთრებით, დერბიში „ინტერთან“ – იტალიის სერია A-ში ზედიზედ განცდილმა რამდენიმე მარცხმა მნიშვნელოვნად შეარყია „მილანის“ მწვრთნელის სკამზე ვინჩენცო მონტელას პოზიციები და ფასონე-მირაბელის (კლუბის ახალი დირექტორები) პროექტიც – დავუბრუნოთ „მილანს“ ძველი დიდება – თითქოს პროექტადვე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მარკო ფასონეც და მასიმილიანო მირაბელიც ჯიუტად აცხადებენ, რომ ენდობიან მონტელას – ისაა ზემოხსენებული...

ქალის სურნელი
ეშხიანი და მომხიბვლელი! მისმა უჩვეულოდ მოკლე და გულახდილმა კაბამ და კოხტა, ნარნარა სხეულმა 70-იან წლებში მილიონობით მაყურებელი შესძინა ქალთა ჩოგბურთს. მაგრამ კრის ევერტი მხოლოდ სპორტული მოდის რევოლუციონერი და მამრთა გულთამპყრობელი რომ ყოფილიყო, სპორტის ამ სახეობის ისტორიას თავისი ეპოქის ერთ-ერთ ლამაზმანად შემორჩებოდა და არა თვით ამ ისტორიის შემქმნელად და ლეგენდად. მოკლე კაბა და ფიქრთაამშლელი ტანი მხოლოდ პირველადი შთაბეჭდილებაა, მის იქით შეუიარაღებელი...

ფუტბოლი ჯინსებში
ესპანური „ლოს რიკოს ტამბიელ ლორანის“ (ქართულად ითარგმნება, როგორც „მდიდრებიც ტირიან“; მექსიკური სერიალი იყო 90-იან წლებში) კორესპონდენტმა როხელიო სალვატიერომ ინტერვიუ სთხოვა იტალიური სერია B–სა და ესპანური მეორე დივიზიონის ცნობილი გუნდების წვრთნით სახელგანთქმულ იუგოსლავიენ სპეციალისტს, ზლობომირ აგრესოვიჩს, რომლისგანაც აგრესიული თანხმობის მიღების შემდეგ საუბრის ადგილიდან მიიმალა. დაუყოვნებლივ გამოცხადდა ძებნა, რომელშიც ევროკავშირის სამძებროს სპეცაგენტების გარდა უამრავი მოხალისეც მონაწილეობდა. ჟურნალისტ სალვატიეროს ადგილმდებარეობას ორშაბათს მიაგნეს —...

კაკა: კარგად!
18 წლისა იყო, როცა დაბალწყლიან აუზში თავით გადავარდა და სასწაულად გადაურჩა კონტუზიას. ბიჭის სპორტულ კარიერას საფრთხე დაემუქრა, მაგრამ გამოძვრა. იქიდან მოყოლებული, გოლის გატანას მუდამ ღმერთს უძღვნიდა. ეს რიკარდო იზეკსონ დუშ სანტუს ლეიტე გახლავთ, მოკლედ – კაკა. კაკაც მიდის, გვემშვიდობება. ბოლოს რასაც თამაშობდა ამერიკულ „ორლანდო სიტიში“, ეს უფრო გართობა იყო. აკი განაცხადა კიდეც, ყველა თამაშის მერე დაღლილი ვარო, ფეხბურთი ძველებურ სიამოვნებას...

არჩი და სხვა ამბები
სქოთების ნაკრები მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა და მენჯერმა გორდონ სტრაჩანმა, წავედიო, იქაურმა ფეხბურთის ასოციაციამ კი უკვე დაიწყო ახალი მესაჭის ძებნა. ასეთი რამე ხშირად ხდება ხოლმე და თან ბევრ ქვეყანაში. თვითონ სქოთებიც, აგერ, მეოცე წელიწადი სრულდება მსოფლიო თასზე ვერ მოხვედრილან და ამ დროის განმავლობაში ამ ნაკრებს შვიდი სრულუფლებიანი და ორი დროებითი მენეჯერი წვრთნიდა, ერთიც, სტრაჩანის გადაგომის შემედეგ, გამზადებულია, სანამ...

საქართველოს ერთა ლიგაში კვიპროსი და ბელარუსი შეაცილებს
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დამთავრდა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებისთვის ორი ამხანაგური მატჩის შესახებ გამოაცხადა. დღეს ითქვა, რომ ჩენი ეროვნული გუნდი 10 ნოემბერს გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ კვიპროსს დაუხვდება, ხოლო 13-ში, ქუთაისში, ბელორუსს უმასპინძლებს. სათქმელია, რომ აქამდე საქართველოს ნაკრებს თბილის გარეთ მეტოქეები გურჯაანში ( 1992, აზრებაიჯანთან 6:3), ბათუმში (1994 და 1997, ბრაზილიურ „პალმეირასთან“ 0:1 და მოლდოვასთან 2:0 ) და ქუთაისში (2001,...

ასე ლიდერობენ ბარსელონები
ვერ გეტყვით რა კავშირშია კატალონიის რეფერენდუმთან და საერთოდ აქვს თუ არა პოლიტიკასთან რაიმე საერთო, მაგრამ ფაქტია, რომ დღეისათვის “ბარსელონა” სპორტის შვიდ სახეობაში ლიდერობს ესპანეთის ჩემპიონატს. ფეხბურთელთა გუნდი “ლა ლიგის” ცხრილის სათავეშია, შესაძლო 24-დან მხოლოდ ორი ქულა აქვს დაკარგული. ხუთი ტურიდან ხუთივეში გაიმარჯვა ფუტსალის გუნდმა. დანარჩენ სახეობებში კი “ბლაუგრანა” ასე შთამბეჭდავად ვერ ლიდერობს, მაგრამ ბურთების სოლიდური ბალანსით მაინც პირველ ადგილზეა. კერძოდ,...

მამაცი გული
ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის 1980-81 წლების გათამაშების ნახევარფინალი — თბილისის „დინამო“ შინ, პირთამდე გადაჭედილ „დიდი ბელადის“ სახელობის სტადიონზე ჰოლანდიურ „ფეიენოორდს“ მასპინძლობს. ქართველი ფეხბურთელები პირველად არიან ასეთი პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში. მეტოქე სახელიანია, ბებერ კონტინენტზე არაერთი დიდი გამარჯვება უზეიმია და ამჯერადაც მხოლოდ მოგებაზე უჭირავს თვალი. სტადიონზე მოსული ქომაგი კი მშობლიური გუნდის წარმატებაზე ოცნებობს. ოცნებას ზურგს ის ბიჭები უმაგრებენ, რომელთა ჩინებულმა თამაშმა...

ნონას ოქრო და რუსების გლობუსი
ბათუმის საჭადრაკო კლუბი “ნონა” ზედიზედ მესამედ ევროპის საკლუბო ჩემპიონია. თურქულ ანტალიაში მიმდინარე შეჯიბრებაზე შვიდი ტურის შემდეგ ჩვენებმა აზერბაიჯანულ “ოლდარ იურდუს” მსგავსად 11 ქულა დააგროვეს, თუმც მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობეს და ოქროს მედლებიც დაიმსახურეს. ქართველებმა ტურნირი მოგებით დაიწყეს, მაგრამ მეორე ტურში მოულოდნელად “ოლდარ იურდუსთან” დამარცხდნენ და ცხრილის შუაში აღმოჩნდნენ. ამ წაფორხილებას ჩვენმა მოჭადრაკეებმა ზედიზედ ოთხი გამარჯვება მიაყოლეს, ბოლოსწინა ტურში ერთპიროვნული ლიდერობაც...

ჭადრაკი და ძმანი მისნი
ჭადრაკს პიარი აღარ სჭირდება. მას თამაშობენ სკოლებში (ბევრ ქვეყანაში სასწავლო პროგრამის ნაწილია) და სპეციალურად მისთვის აგებულ სასახლეებში. ინტერნეტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. საჭადრაკო პროგრამების მოძალების ფონზე მინელდა, თორემ ოციოდე წლით უკან ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონების სახელთა ხსენების სიხშირე დიდ ფეხბურთელთა ანალოგიურ მაჩვენებლებს ბევრით არ ჩამორჩებოდა. ჭადრაკს უმღერიან (თეიმურაზ I-ის ზმა “ნიჭად რაკი-რუკი მესმა…” გაგახსენდებოდათ, თუ არა – გუგლში მოძებნეთ), ცოტა მხატვრულ და...

ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?! ანუ უძინართა მზე
ხან ბოსკამპს დავაბრალეთ ჩვენი ფიასკო, ხან ჟირესს, ტოპმიოლერს და კუპერს. ახლა ვაისს. ქართველებზე აღარაფერს ვამბობ. საშა ჩივაძეზეც კი, ორჯერ მესამეზე რომ გაგვიყვანა და არც სხვები იყვნენ ხურდა ბიჭები. ჰოო, შუშაკიც იყო, ერთი ისტორიული გამარჯვების გამო ივო…ივო…ივო… მონაგარისაც მადლობლები რომ ვიქნებით, მაგრამ მაინც, ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?! ფეხბურთელები? მუნდიალის მონაწილე ისლანდიელებს პირისპირის ამბავში ალალად გააბითურებენ! ქომაგები? ჯიგარს და ხმის იოგებს...

ისტორიული გოლი „ვანდაზე“
„ბარსელონას“ ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი მადრიდის „ატლეტიკოს“ ისტორიაში შევიდა. ის გახდა მეტოქე გუნდის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ახალაშენებულ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ „ლა ლიგას“ შეხვედრაში მასპინძლებს გოლი შეუგდო. მადრიდელთა და ბარსელონელთა შეხვედრა 1:1 დამთავრდა. „ატლეტიკო“ საულის გოლით 21-ე წუთიდან იგებდა, მაგრამ ურუგვაელმა 82-ე წუთზე გაათანაბრა. „მეორე ტაიმში ბევრი მომენტი შევქმენით და ფრეზე მეტს ვიმსახურედით, მაგრამ „ატლეტიკო“ თავს შესანიშნავად იცავს და დიდებული მეკარე (სლოვენიელი...

