შვიდიდან შვიდი

შვიდიდან შვიდი

„ასტონ ვილას’’ არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი ფინალების კაცია. მის ხსენებაზე ყველას უპირველეს ყოვლისა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაახსენდება, როდესაც მარტინესმა საფრანგეთთან გადამწყვეტ დაპირისპირებაში ჯერ რანდალ კოლო მუანის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პენალტების სერიაში კინგსლი კომანს აუღო თერთმეტმეტრიანი. ოთხშაბათს, ევროპის ლიგის ფინალში, „ფრაიბურგთან’’ მარტინესის „ასტონ ვილამ’’ 3:0 მოიგო. გოლკიპერს დიდი ჯაფა არ დადგომია, მაგრამ სტატისტიკა გვეუბნება, რომ მან კარიერაში შვიდ ფინალში...

სიახლეები

სიახლეები

Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.

Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.

In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.

Sign up for the Spotlight Newsletter:

ნაირსახეობა სახის ახევისა

ნაირსახეობა სახის ახევისა

გასულ უქმეებზე ევროფეხბურთში ხელჩართულობის ტური იყო. ინგლისში და ესპანეთში ორ ფეხბურთელს სახეში არასწორი ხელი მოხვდა. პრემიერლიგაში  „უოტფორდი“ – „სტოკის“ მატჩის ბოლო წუთზე  სტუმარ-მასპნძელი შეიბნენ. ერთი ბეწო სტოკელი ჯო ალენი უვეებეს უოტფორდელ ტროი დინის არ დანებდა… შედეგად, მართალია, ვეება დინიმ ალენს კინაღამ ყბა ააგლიჯა და მიწასაც მოსწყვიტა, მაგრამ სტოკელიც არ გამოდგა ჯაბანი. ტროი დინის ბრალეულობა მსაჯებმა  უკვე დაადასტურეს და  სავარაუდოდ სამმატჩიან...

ფეხბურთი, ხელბურთი, თავბურთი…

ფეხბურთი, ხელბურთი, თავბურთი…

ირლანდიური, იგივე გელური ფეხბურთი (Gaelic Football) უგემრიელესი საბურთაო კოქტეილია, რომელიც კლასიკური ფეხბურთის და რაგბის ელემენტების თანაბარი შეზავებით არის დამზადებული. აზრი, რომ თხუთმეტკაცა რაგბი ირლანდიაში ყველაზე პოპულარული ან მასობრივი სპორტის სახეობაა, საკამათოა. გელური ფეხბურთის საერთოირლანდიური ფინალი (All-Irland final), რომელსაც ყოველწლიურად, სექტემბრის ბოლო კვირადღეს დუბლინში, კროუკ-პარკის სარბიელი მასპინძლობს, ყოველთვის 82300 ქომაგით არის გაძეძგილი და იმ თამაშზე ბილეთის შოვნას დიდი სიყოჩაღე სჭირდება! თითქმის...

პირზე ხელი აიფარეთ, ბიჭებო!

პირზე ხელი აიფარეთ, ბიჭებო!

მიგიქცევიათ ყურადღება ამ ბოლო დროს ფეხბურთელები და მწვრთნელები ერთმანეთში ლაპარაკის დროს პირზე ხელს რომ იფარებენ? თუ ვინმემ არ იცის ასე რატომ აკეთებენ, „რეალის“ მცველის მარსელოს მაგალითზე გეტყვით: როდესაც „ლა ლიგას“ ბოლო ტურის შეხვედრაში მადრიდელებს ჟირონაში უჭირდათ (1:2 წააგეს), 66-ე წუთზე ზინედინ ზიდანმა მარსელო შეცვალა. შეცვლის წინ ბრაზილიელი დაბნეული ჩანდა — ბურთი დაკარგა, ვერ დაიბრუნა… ამ შეცდომის გამო ხორვატმა თანაგუნდელმა ლუკა...

ენგო დაკითხვაზე

ენგო დაკითხვაზე

განა პრესის ფურცლებზე ყოველთვის ოპერატიულად ხვდება მნიშვნელოვანი ამბები? არა, ცხადია. დაფარული ხშირად გვიან ცხადდება. მაგალითად, იცოდით, რომ… ივლისის პაპანაქებაში, ჩახუთულ ოთახში იჯდა გაბრაზებული ლეიტენანტი ჯემალ ნაზია და ფიქრობდა: „ვითომ სკვაზნიაკს რომ არ ვაწყობ, ეჭვმიტანილს ვაწამებ? მოვკვდი კაცი. სამი დღეა დაკითხვას ვაწარმოებ და დავიკელი თორმეტი კილო, ამას კი არაფერი ეტყობა“. ნაზიამ ისე ამოიოხრა, გული ამოაყოლა. — რა არის, ძმაო. ხომ არ...

„დავით პეტრიაშვილზე“ განათების ბოძი წაიქცა

„დავით პეტრიაშვილზე“ განათების ბოძი წაიქცა

დიღომში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე განათების ბოძი წაიქცა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. იქაურობა ღმერთმა დაიფარა… მონტენეგრო – ლატვიის ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი „დავით პეტრიაშვილზე“ ახალდაწყებული იყო, როცა განათების ბოძი მოედნის მხარეს გადავარდა და სტადიონი სანახევროდ ჩაბნელდა. ცხადია, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი შეწყდა… შეხვედრა მოგვიანებით, „მიხეილ მესხზე“ გაგრძელდა და ფრედ 1:1 დამთავრდა. ბოძის წაქცევის ფაქტი, სტადიონის თანამშრომლებმაც დაგვიდასტურეს და დასძინეს, საგანგაშო...

ლევან კობიაშვილი: სტანდარტს ფეხბურთში აწესებს გულშემატკივარი

ლევან კობიაშვილი: სტანდარტს ფეხბურთში აწესებს გულშემატკივარი

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ინტერვიუ დისკუსიას ემსგავსება, დაახლოებით ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, როცა  ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს ვესტუმრე… ინტერვიუს სტრუქტურა ზოგჯერ არ არის სტანდარტული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებს გავცდით, უბრალოდ, ქართულ ფეხბურთში ბევრი ისეთი საკითხი და ნიუანსია, გულშემატკივარი კარგად რომ არ იცნობს. ვფიქრობ, ამ ინტერვიუში ბევრი რამ საყურადღებოა და ამიტომაც ინტერესმოკლებული არ იქნება ჩვენი...

ტვიტერზე წერდა ოდესღაც მერი 🎥

ტვიტერზე წერდა ოდესღაც მერი 🎥

„ბურგოსის“  27  წლის წინანდელ  მოგებას  „რეალთან“  (1990, 2:1)  კიდევ კარგა ხანს, ალბათ, არავინ გამოჩხრიკავდა, ზიდანის გუნდს  29 ოქტომბერს კატალონიურ ჟირონაში რომ არ წაეგო. რატომ გაიხსენეს ესპანეთში 1990 და „ბურგოსი“? –  იმიტომ, რომ  პრიმერაში პირველად  აღზევებულ გუნდთან „რეალი“ 27 წელი არ დამარცხებულა. მაშინ ეს მოახერხა „ბურგოსმა“,  წელს კი – „ჟირონამ“. თან ორივემ  0:1-ის შემობრუნება შეძლო, რაც მათ გამარჯვებას უფრო ხმაურიანს ხდის....

ინგლისური რევანში და იმედი

ინგლისური რევანში და იმედი

საინტერესო ამბები ხდება ბოლო დროს. ინგლისელებმა, რომელებიც 1966 წლის მერე სანაკრებო დონეზე ვერაფერი შვილები იყვნენ, უცებ ლამის ყველაფერი მოიგეს… წლეულს მაისში 20 წლამდელმა „ახალგაზრდა ლომებმა“ კორეული ტურნირის ფინალში ვენესუელას სძლიეს და ამ ასაკში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. მერე, ივლისში, 19-წლამდელებმა საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იპირველეს. გორულ ფინალში  პორტუგალიელ თანატოლებს სძლიეს. ახლა კი ინდოეთში დასრულებულ ტურნირზე გადამწყვეტ მატჩში ესპანელებს მოუგეს… ჰოდა, შუშანიკისეული...

როჯერ დიდი!

როჯერ დიდი!

როჯერ ფედერერმა ბაზელში გამართული ტურნირის ფინალში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაძაბულ ბრძოლაში 6-7(5), 6-4, 6-3 დაამარცხა და მშობლიურ ქალაქში მერვე, წლეულს მეშვიდე, ხოლო კარიერაში 95-ე ტიტულს დაეუფლა. ეს ფედერერისა და დელ პოტროს 24-ე დაპირისპირება გახლდათ და 36 წლის შვეიცარიელი მაესტრო შვიდი წლით უმცროს „ტანდილელ კოშკს“ უკვე 18:6 უგებს. როჯერი გალიდერდა მიმდინარე სეზონში მოპოვებულ ტიტულთა რაოდენობით – რეიტინგსიის პირველადგილოსანი რაფაელ...

ცოლებო, ჩამოდით ქმრებიდან !

ცოლებო, ჩამოდით ქმრებიდან !

ვისი ბრალია? – იკითხა „ლუცერნის“  მწვრთნელმა მარკუს ბაბელმა,  როცა მიჯრით ორი მარცხის შემდეგ  გუნდს ცხრილის ბოლოში მიაგნო. ცოლების! – უპასუხა მანვე  კითხვას ისე, რომ მიზეზის მისგანებად რაფაელ ბენიტესივით ბლოკნოტში ქექვა არ დასჭირვებია. ბაბელი ფეხბურთელების გასავათებას  მათ  ქალფრენდებს აბრალებს, კაცები ცოტა ხნით დაასვენეთო. „მომდევნო მატჩისთვის ძალიან მოკლე დროში ასი პროცენტით უნდა აღიდგინონ ძალები. ცოლები დროებით დაოკდნენ. ისე არ გამიგოთ თითქოს ფეხბურთელებს...

პიკე ლონდონში

პიკე ლონდონში

ჟერარდ პიკემ ჩემპიონთა ლიგის ბოლო შეხვედრაში, “კამპ ნოუზე”, “ოლიმპიაკოსთან”, ორი ყვითელი ბარათი მიიღო და ხვალ, ამავე გუნდების ათენურ (პირეოსი ცალკე ქალაქად კი ითვლება, მაგრამ რეალურად ათენის გარეუბანია) მატჩს ტოვებს. და ვინაიდან პიკე საბერძნეთში თამაშს ვერ შეძლებს, “ბარსელონას” მწვრთნელებმა მას ოთხშაბათამდე ლონდონში გამგზავრების ნება დართეს. ლონდონში კი “ბლაუგრანას” ცენტრალურ მცველს სხვადასხვა ბიზნესი ჰქონია. ესეც მორიგი ფაქტი იმისა, რომ პიკეს ცხოვრება ფეხბურთის...

ნეიმარი ბარსელონაში

ნეიმარი ბარსელონაში

კვირას, ერნესტო ვალვერდემ, ბილბაოში 2:0 გამარჯვების შემდეგ “ბარსელონას” ფეხბურთელები ძალების აღსადგენ ვარჯიშზე დაიბარა, სადაც მათ ნეიმარის ნაცნობი სახე შეეგებათ. ბრაზილიელი საფრანგეთის ჩემპიონატში დისკვალიფიცირებული იყო, “პარი სენ ჟერმენმა” “ნიცას” 3:0 მის გარეშე მოუგო, ნეიმარმაც დრო იხელთა და ბარსელონაში ძველი თანაგუნდელებისკენ გასწია. “ბლაუგრანა” სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში, პირეოსში, “ოლიმპიაკოსთან” სათამაშოდ ემზადება, “პარი სენ ჟერმენი” კი იმავე დღეს “ანდერლეხტს” მასპინძლობს.