„ასტონ ვილას’’ არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი ფინალების კაცია. მის ხსენებაზე ყველას უპირველეს ყოვლისა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაახსენდება, როდესაც მარტინესმა საფრანგეთთან გადამწყვეტ დაპირისპირებაში ჯერ რანდალ კოლო მუანის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პენალტების სერიაში კინგსლი კომანს აუღო თერთმეტმეტრიანი. ოთხშაბათს, ევროპის ლიგის ფინალში, „ფრაიბურგთან’’ მარტინესის „ასტონ ვილამ’’ 3:0 მოიგო. გოლკიპერს დიდი ჯაფა არ დადგომია, მაგრამ სტატისტიკა გვეუბნება, რომ მან კარიერაში შვიდ ფინალში...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

მეზობლური ამბები – ვუგებთ და გვიგებენ
კრეტაზე, ქალაქ ჰერსონისოსში, ჭადრაკში ევროპის სანაკრებო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომლის ხუთი ტურიც გასრულდა. რომ არა მეოთხე ტურში რუსთაგან დასანანი წაგება, ჩვენი ქალთა ნაკრები იქნებ პირველ პოზიციაზეც გვეხილა. ქართველებმა ჩემპიონატი ყოჩაღად დაიწყეს, ზედიზედ სამი მატჩი მოიგეს და ლიდერობაც მოიპოვეს მაგრამ რუსეთთან წაგებული 1,5:2,5-ის შემდეგ პირველობა მეტოქეს დაუთმეს. ახლა რუსები ჩვენ და კიდევ სამ ნაკრებს ორი ქულით გვისწრებენ, მაგრამ ფინიშამდე ოთხი ტურია, ანუ...

ბრწყინვალე პსჟ
უკეთესს რას ინატრებ: “პარი სენ ჟერმენმა” ჩემპიონთა ლიგის ოთხი შეხვედრიდან ოთხივე მოიგო, 17 გოლი გაიტანა, ერთიც არ გაუშვია და თავი ქუდში ანუ ფლეი ოფში აქვს. უნაი ემერის ბიჭები შეუჩერებლები ჩანან. ამას სტატისტიკაც ადასტურებს: შეტევაში ოთხ შეხვედრაში 17 გოლით “პარი სენ ჟერმენმა” “მანჩესტერ იუნაიტედის” 16 გოლიანი რეკორდი მოხსნა. მანჩესტერელთა შედეგი 1998-99 წლების სეზონიდან მყარად იდგა. გამოდის, რომ ემერის გუნდს ყოველ 21...

ნეიმარის დამსახურებული ჰელოუინი
ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში, სადაც “პარი სენ ჟერმენმა” “ანდერლეხტს” 5:0 მოუგო, ერთი გაიტანა და ერთი ისეთი საჯარიმოც დაარტყა, რომელსაც გოლი მოჰყვა. ამრიგად, პარიზელებმა ოთხი თამაშიდან ოთხივე მოიგეს, 12 ქულა მოაგროვეს და ფლეი ოფის ეტაპზე დაიბევეს ადგილი. ბელგიური გუნდის რბევის შემდეგ მოვალეობამოხდილ ბრაზილიელ ვარსკვლავს გართობა სურდა და ჰელოუინმაც ზუსტად მოუსწრო. დანარჩენი, ანუ ჯოკერად გადაცმული ნეიმარი ფოტოებზე იხილეთ.

ზესტაფონი გაზაფხულზე აყვავდება
საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ საქართველოს ჩემპიონატს გაზაფხულზე დაუბრუნდება! „ზესტაფონი“ ნამდვილად აკლია ქართულ ფეხბურთს და ძალიან გამიხარდება ამ გუნდის აღორძინება. სამწუხაროდ, გარკვეული დროის წინ, სხვადასხვა მოსაზრებების გამო, მათ მზადყოფნა არ გამოთქვეს ერთი საფეხურით ქვედა ლიგაში თამაშზე. რა თქმა უნდა, „ზესტაფონთან“ ურთიერთობას ვაგრძელებთ და იმედი მაქვს, რომ ეს გუნდი დაუბრუნდება ქართულ ფეხბურთს. რამდენად სამართლიანია ის, რომ „ზესტაფონი“ დაბრუნდეს პირდაპირ უმაღლეს ლიგაში, ამას მე...

კრუიფი და მესი, საგრადა ფამილია
… 70-იანი წლების დასაწყისში, ამსტერდამის „აიაქსთან“ ერთად ევროპადაპყრობილი და „ოქროს ბურთებით“ დახუნძლული იოჰან კრუიფი „ბარსელონაში“ გადავიდა და კლუბის ხელმძღვანელებისგან, პირველ რიგში, თურმე ქალაქის ძირფესვიანად დათვალიერება მოითხოვა, აქაოდა, სლოგანი – უფრო მეტი, ვიდრე კლუბი (Més que un club) – ბოლომდე უნდა გავითავისოო. არადა, ბარსელონაში სანახავი იმდენია, ვინძლო, „მფრინავ ჰოლანდიელს“ იმ რაოდენობის გოლები დაეთვალოს, თანაც იოჰანი ტურისტად ხომ არ იყო ჩასული და,...

მადრიდი – ქალაქი ქართველებისთვის!
რამდენიმე დღის წინ მადრიდში მომიწია წასვლა. სანამ ესპანეთის მთავრობისგან ამაოდ ველოდი კატალონიის საკითხებზე პოლიტიკურ ექსპერტად მიწვევას, იქამდე „ლიდერბეთმა“ შემომთავაზა თავის გათამაშებაში გამარჯვებულებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გამგზავრება. დილაადრიან მივადექით მადრიდს, რომელიც გადასარევი ამინდით და აივნებზე გამოფენილი ესპანეთის დროშებით დაგვხვდა. ჩვენ თავმდაბლურად ვიფიქრეთ, რომ დროშების ეს სიჭარბე სწორედ ზემოთ აღნიშნულ კატალონიის ამბებს უკავშირდებოდა და არა ჩვენს ჩასვლას, რაც, შეიძლება სულაც არ...

ხუმრობით და სერიოზულად: დინამო კაპუტ! 🎥
1987 წელი იმითაა ქართული ფეხბურთისთვის ღირსსახსოვარი, რომ თბილისის „დინამომ“ საბჭოთა ერაში უკანასკნელად ითამაშა ევროტურნირებზე. 1986 წელს ნოდარ ახალკაცი დაბრუნდა „დინამოში“, გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდნას გადაარჩინა და მისი თავკაცობით „დინამო“ მე-5 ადგილზე გავიდა, რითაც უეფას თასზე თამაშის უფლება მოიპოვა. თუმც მაშინდელი „დინამოს“ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ახალკაცს ჯანყი მოუწყვეს. შედეგად, ტიტულოვანი მწვრთნელი გუნდიდან გაუშვეს და „დინამო“ ლენინგრადელმა გერმან ზონინმა ჩაიბარა....

შაპიტოა, შაპიტო…
ადრე მულტფილმი გადიოდა ხოლმე საბჭოთა ტელევიზიებში, ცხოველები თამაშობდნენ ფეხბურთს, კარში სპილო იდგა და გოლს ვერ უტანდნენ. რომელი ცხოველი გინდოდა, იქ არ ყოფილიყო. სახალისო საცქერი იყო… ნუ გაიკვირვებთ და ეს ყველაფერი ახალქალაქში, შეიძლებოდა, რეალობაში გადასულიყო. 31 ოქტომბერს რეგიონული ლიგის მატჩი უნდა გამართულიყო, სადაც ახალქალაქის „აბულს“ თბილისის „ლოკომოტივი 2“-თვის უნდა ემასპინძლა, თუმცა თამაში არც დაწყებულა და მიზეზს არ იკითხავთ? ახალქალაქის სტადიონზე მოხეტიალე...

ალ აჰლის ვარჯიში ჩაიშალა
აფრიკის ჩემპიონთა ლიგის ფინალში საქმე ასეა: კასაბლანკას ანუ მაროკოს “ვიდადმა” და ქაიროს ანუ ეგვიპტის “ალ აჰლიმ” ქაიროში 1:1 ითამაშეს და ახლა კვირას, 5 ნოემბერს, კასაბლანკაში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. ეგვიპტის გუნდი ცდილობს შეხვედრისთვის კარგად მოემზადოს, მაგრამ ვინ აცლის. გუშინ, საწვრთნელ ბაზაზე გასამხნევებლად იმდენი გულშემატკივარი ეწვია, რომ… ვარჯიში ჩაიშალა. ერთი ტრიბუნა ყანყალებდა კიდეცო. მგონი, ამას ისევ ჩვენი უმაყურებლო ფეხბურთი სჯობია, რას იტყვით?...

ქარიმი და ლინეკერი
ქარიმ ბენზემამ ფრანგულ ჟურნალ Les Inrockuptibles-ს მისცა ინტერვიუ. ეს გახლავთ 1986 წელს დაფუძნებული გამოცემა, რომელიც თავიდან როკზე წერდა, მაგრამ თანდათან კულტურის სფერო მთლიანად მოიცვა. ახლა, როგორც ხედავთ, ფეხბურთითაც დაინტერესებულა. ინტერვიუ ვრცელია. სხვა თემებთან ერთად, ის ყოფილი ინგლისელი თავდამსხმელის, დღეს ენამწარეობით ცნობილი ტელეწამყვანის, გარი ლინეკერის ბოლო დროს გახმაურებულ ხუმრობასაც ეხება. შეგახსენებთ: თავიდან ლინეკერმა ბენზემაზე თქვა, ისეთი კარგი არ არის, როგორც აქებენო...

ყველაფერი გაიხადე და ფეხებით წამოდი – 2
სტადიონზე მოსახვედრად ზოგჯერ კაცი ნემსის კი არა, კედლის ყუნწში გაძვრება. სად აქვს კედელს ყუნწი? არგენტინაში „ბოკა ხუნიორსის“ „ლა ბომბონერას“ ჰქონია. ოღონდ ისეთიც არა, რომ ყველა გაეტიოს. 29 ოქტომბერს „ბოკა“- „ბელგრანოს“ მატჩის შესვენებაზე მასპინძელთა მავან ფანს, რომელიც პირველ ტაიმში ერთ ტრიბუნაზე მჯდარა, სხვა ტრიბუნაზე გადასვლა განუზრახავს. გრძელი გზის შემოკლება გახვრეტილ კედელში გაძვრომით გადაუწყვეტია, თავი და ნახევარი ტანიც გაუტევია და გაჭედილა. ჩაავლეს...

რატომ აკენწლეს არტურო ტივით ?
ქვეყნის მასხარად გამოაჭენეს არტურო ვიდალი პერუში. ჩილე ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც პერუელებისთვის ლამის ეროვნულ დღესასწაულად იქცა. პერუსაც პლეი ოფი ელის ახალ ზელანდიასთან და ეგებ, თვითონაც ვერ წავიდეს რუსეთში მომავალ ზაფხულს, მაგრამ ამას ვინ დაეძებს, მთავარია, რომ მოქიშპე ჩილე დარჩა სახლში და პერუელთა ფიესტის და ჩილელი არტურო ვიდალის დაცინვის მიზეზიც ეს გახლავთ. ჩილელთა და ვიდალის დაცინვა პერუს ტელეკომპანია „დირექტ ტივიმ“ ...

