„ოქროს ბურთის’’ მოგებას ყველაზე მეტად „პარი სენ ჟერმენის’’ ფრანგ თავდამსხმელს ოსმან დემბელეს უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ „ჩელსისთან’’ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში უსახურმა თამაშმა და პარიზელთა მარცხმა (0:3) როგორც ჩანს მის ფავორიტობას მაინც მიაყენა ჩრდილი. გასაგებია, რომ გამოკითხულებმა ერთი თამაშის კი არა, მთელი სეზონის საუკეთესო უნდა დაასახელონ, მაგრამ სეზონის ბოლო აკორდი, მითუმეტეს ფინალი როგორც ჩანს მაინც ახდენს გავლენას.
მაშ ასე, „ჩელსიმ’’ კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგო და ამით 2024-25 წლების სეზონი ოფიციალურად დამთავრდა. ახლა ჟურნალისტები საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან, თუ ვის უნდა მისცენ ხმა. foot01 წერს, რომ ბოლო თვეებში გამოიკვეთა რამდენიმე კანდიდატურა, რომელთა შორის ყველაზე აქტიურად დემბელეზე ლაპარაკობენ, მაგრამ ამერიკულმა ტელეკომპანია TNT-მ როგორც ჩანს ფინალში ხელმოცარვის გამო ის თავის ვერსიაში პრეტენდენტთა შორის მეოთხე ადგილზე ჩამოაქვეითა. ამ მძლავრი საკაბელო და სათანამგზავრო მაუწყებლის თანახმად პირველი უნდა იყოს ესპანელი ლამინ იამალი „ბარსელონადან’’, მეორე პორტუგალიელი ვიტინია, რომელიც მოგეხსენებათ დემბელესთან ერთად პსჟ-ში თამაშობს, მესამე კი ინგლისელი კოულ პალმერი („ჩელსი’’).
TNT-ს ვერსიით მეოთხეადგილოსანი დემბელეს მერე მოდიან რაფინია („ბარსელონა’’), ნუნუ მენდეში (პსჟ), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) და კილიან მბაპე („რეალი’’).
ამ ტელეკომპანიის ვერსიით ხვიჩა კვარაცხელია ათეულში ვერ ხვდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 09:56ფაბრეგასი: იტალიაში ხანდახან ვერ ხვდები რა ხდება მოედანზე
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 08:37ადამიანის უფლებების მხრივ ყველგან წითელი ანთია!
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 08:26რიკელმე ამომრჩეველს კლოპსაც ჰპირდება
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 07:51პარი სენ ჟერმენის დამატებითი შემოსავალი
