დე ლაურენტისის ანტიიტალიური იდეები

Home კატეგორიის გარეშე დე ლაურენტისის ანტიიტალიური იდეები
დე ლაურენტისის ანტიიტალიური იდეები

Pope Leo XIV meets with Napoli President Aurelio De Laurentis, managers and players of the Napoli Football Team, winners of the Italian championship...„ნაპოლისა’’ და „გალათასარაის’’ შორის ვაჭრობა დასასრულს უახლოვდება. ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი, რომელიც „სტადიო მარადონაზე’’ თამაშის დროს ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო პარტნიორი იყო და მის ტყუპისცალსაც კი ეძახდნენ როგორც ჩანს სტამბოლში დარჩება. ფორვარდს ნათქვამი ჰქონდა, რომ კარიერის გაგრძელება თურქეთში უნდოდა, სადაც მან უკვე მიაღწია წარმატებას, ქვეყნის ჩემპიონი გახდა. Calciomercato მოლაპარაკებების დეტალებზე წერს. ის ხაზს უსვამს, თუ რა არის კიდევ შესათანხმებელი.

„ნაპოლის’’ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს ითხოვს. „გალათასარაი’’ ამ თანხის გადახდას აპირებს, თუმცა მხარეები განვადების პირობებზე ჯერ არ შეთანხმებულან. დე ლაურენტისი სტამბოლელებისგან საბანკო გარანტიებს ითხოვს. გარდა ამისა, „ნაპოლის’’ პატრონი ცდილობს „გალათასარაის’’ ხელმძღვანელობა ეგრეთწოდებულ ანტიიტალიურ პუნქტზე დაიყოლიოს.

რა არის ანტიიტალიური პუნქტი?

ანტიიტალიური პუნქტი ეწოდება ჩანაწერს ხელშეკრულებაში, რომლის თანახმადაც ოსიმენს სამი წლის განმავლობაში სერია A-ს კლუბებში გადასვლა აეკრძალება.

„გალათასარაის” წარმომადგენლები, იტალიაში წინა კვირას ჩაფრინდნენ შინ ჯერ არ დაბრუნებულან. მათ სტამბოლში ნიგერიელთან ერთად უნდათ ჩასვლა. მხარეებმა ორი წინადადება განიხილეს. პირველი წინადადება — 70 მილიონი ევრო, რომელსაც თურქული კლუბი ხუთ ნაწილად გადაიხდიდა დე ლაურენტისმა უარყო. მეორე წინადადება კი იყო 75 მილიონი ევრო, 40 მილიონის დაუყოვნებლივი გადახდით და დარჩენილი 35 მილიონის ორად გაყოფით: 17.5 მილიონის 2026 წლის მაისში და 17.5 მილიონის 2027 წლის მაისში გადარიცხვით. ამ ვარიანტზე „ნაპოლის” პასუხი ჯერ არ გაუცია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იტალიის ჩემპიონი საბანკო გარანტიებსა და ანტიიტალიურ პუნქტს ელოდება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.